Part 11

1.6K 97 7
                                    

  Beatrice's POV

ჰარი გაოგნებული სახით ხან მე მიყურებდა,ხანაც ''ვერონიკას'',რომელიც ძირს იწვა და ხოხავდა.მე კი მუცელზე ხელი მქონდა მიჭერილი და ვცდილობდი როგორმე თავი მომეთოკა და სიცილი შემეწყვიტა,თუმცა როდესაც ამას ვცდილობდი უფრო ხმამაღლა და გულიანად მიტყდებოდა სიცილი?
-რა ჯანდაბა ხდება? -დაბნეულმა ძლივს თქვა და მე უკვე კედელზე ვიყავი ტანით აკრული და ბოლო ხმაზე ვხარხარებდი.ღმერთო,ასე არასოდეს მიცინია,მადლობა ზეინს ამისთვის.
ზეინი ფეხზე წამოდგა და თავისი ქვედა ბოლო გაისწორა,რომელიც დედაჩემს გამოართვა,დანარჩენი კი სტილისტმა გაგვაკეთებინა,მაკიაჟი,მკერდი და ის ტატუები დაუფარეს,რომელიც მკლავზე ჰქონდა,ანუ ფაქტიურად მთელი მკლავი.
-ჰაროლდ,ვერ მცნობ? -ისევ სიცილით თქვა ზეინმა და პარიკი მოიხსნა.ჰარიმ თავი გააქნია და ხელი თმებში შეიცურა.თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და თავი გავაქნიე.აი ამას ქვია ტირილამდე სიცილი
-ზეინია ჰაროლდ,ზეინ მალიკი -სიცილით ვთქვი -ეს იმისთვის,რაც ვენდის'ში გამიკეთე -ისევ გავიცინე ჩემი ჟაკეტი მოვიცვი -იმედია ამის შემდეგ ჭკუას ისწავლი და მიხვდები,რომ როდესაც გოგონას პაემანზე დაპატიჟებ სხვას არ უნდა ეფლირტავო -ზეინთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე
-ზეინ,თქვენ ალბათ ისაუბრებთ,მე წავალ და დაგელოდები ქვევით -ზეინმა თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა,თან ეშმაკურად იცინოდა,ოთახიდან უნდა გავსულიყავი,რომ იდაყვზე შეხება ვიგრძენი.მივტრიალდი და ჰარის სახეს დავაკვირდი,თავხედური ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს,რასაც ჭკუიდან გადავყავდი
-დაგელაპარაკები მოგვიანებით -ყურში ჩამჩურჩულა და ზეინისკენ მიტრიალდა. თვალები გადავატრიალე და პალატიდან გავედი,ლიფტი გამოვიძახე,თუმცა მაშინვე გადავიფიქრე,როდესაც თავში ამომიტივტივდა ბოლოს აქ მომხდარი.. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თავი გავაქნიე,ტელეფონი ამოვიღე და ემილის მივწერე,თუმცა კოლეჯშია.რაც კოლეჯი დაიწყო მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი მისული,წლის ბოლოს ყველა საგანს ვაბარებ,რაც მიიოლებს ყველაფერს.არ მიყვარს დილით ადგომა და ასე ჯობს ჩემთვის,თუმცა ხანდახან გასართობად შეიძლება წასვლა. ტაქსი გავაჩერე და შიგნით მოვთავსდი,თუმცა სად უნდა წავსულიყავი იდეა არ მქონდა,ბოლოს გადავწყვიტე,რომ კოლეჯში წავსულიყავი და ემილი გამეხარებინა.

Dr.StylesWhere stories live. Discover now