Beatrice's POV
რამდენიმე წუთიანი კოცნის შემდეგ თავი ნაზად მოვაშორე ჰარის და ლოყაზე ვეამბორე. ვერ ავღწერ იმ გრძნობას,ახლა რომ ტრიალებს ჩემს გულსა და სხეულში. მთლიანად მას ვეკუთვნი და ეს იმდენად მახარებს,რომ ამას ვერასოდეს ვერ ავღწერ. გული იმდენად ძლიერად ფეთქავს მეშინია საგულედან არ ამომივარდეს. თავს საოცრად უცნაურად ვგრძობ,თითქოს ამ რამდენიმე წუთში რაღაც შეიცვალა ჩემს შიგნით,რაღაც რასაც ვერ ვამჩნოვ,მაგრამ ვგრძნობ და ეს უფრო ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს. სპეციალური მაგიდიდან ჩამოვედი და ტრუსი ამოვიცვი.ჰარი თვალს არ მაშორებდა,სხეულზე იყო მოშტერებული და ღიმილიანი სახით მადევნებდა თვალს.როდესაც მკერდიც დავიფარე ლიფით თვითონაც დაიხარა და ტრუსი ჩაიცვა,შემდეგ კი შარვალი და მაისური მიაყოლა. ძირს დავიხარე,რომ ჩემი კაბა ამეღო,როდესაც წამოვდექი ცოტა წავბორძიკდი და ხელით მაგიდას დავეყრდენი.ჰარი წამებში ჩემთან გაჩნდა და ხელი წელზე მომხვია
-კარგად ხარ?რა დაგემართა? -ანერვიულებულმა მკითხა და სახიდან თმა გადამიწია
-დამშვიდდი,კარგად ვარ -გავიცინე და ნიკაპზე ვაკოცე -უბრალოდ სწრაფად რომ წამოვდექი თავბრუ დამეხვა. -ჰარიმ თავი დამიქნია,შუბლზე ნაზად მაკოცა და ჩემი ფეხსაცმელი მომაწოდა.მადლობა გადავუხადე და ტერფები ჩემს დაბალ ბალეტკებში ჩავაცურე.კიდევ კარგი დღეს მაღლები არ ჩავიცვი,თორემ ახლა ნამდვილად ვერ ვივლიდი დიდ ქუსლიანი ფეხსაცმლით და მოუწევდა ჰარის ჩემი ხელით ტარება.
-ჩემთან წავიდეთ,კარგი? -ხმადაბლა მკითხა ჰარიმ და ლაბორატორიიდან გავედით. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე
-მართლა ძალიან მინდა შენთან წამოსვლა,მაგრამ ლილიანი... -ამოვიოხრე და თავი გავაქნიე,თან ჰარის მივეკარი მკერდზე და ხელები მოვხვიე.მისი დიდი ტორი მხარზე მომხვია და თავზე მაკოცა
-იქნებ შენ დარჩე ჩვენთან? არ მინდა გაგიშვა -ამოვიოხრე და იმედიანი თვალებით შევხედე.იმედი მაქვს დამთანხმდება.მინდა ჩემთან იყოს,დღეს მაინც,როცა პირველად გვქონდა სექსი და როდესაც პირველი დღეა ჩვენი ოფიციალური ერთად ყოფნის.
-კარგი -დამეთანხმა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე. ჰარის ტელეფონი აბზუილდა,ხელი ჯიბეში ჩაიყო და როდესაც ტელეფონი ამოიღო ეკრანი მე დამანახა,ზეინი რეკავს. ჩემი ტელეფონი დაჯდა და გამოირთო,როგორც ჩანს. ჰარის ტელეფონი გამოვართვი და მე ვუპასუხე
-გისმენ,ზეინ
-ბეტი -ხშირად სუნთქავდა.როგორც ჩანს დაღლილია -არ მინდა რომ შეგაწუხოთ შენ და ჰარი,მაგრამ ლილიანი გკითხულობს. დედათქვენმა დარეკა,ლილიანი ელაპარაკა და ტიროდა,ძლივს გავაჩერე დაჭერობანას ვეთამაშებოდი,ახლა კიდევ შენ გკითხულობს
-მე და ჰარი მოვდივართ და უთხარი,კარგი? -ლილიანის გამო გული ძალიან მეტკინა. ჩემი საბრალო დაიკო.მშობლები ქალაქიდან ისე გავიდნენ,რომ ერთი არ ვუნახივართ და ახლა მეც არ ვარ მასთან.რანაირი და ვარ მე?!
-ლილიანი მკითხულობს -ამოვიოხრე და ლიფტი გამოვიძახე.როგორც კი ამოვიდა მაშინვე შიგნით შევედით და პირველი სართულის ღილაკს მივაჭირე ხელი. საშინლად ავნერვიულდი ჩემი დის გამო.ხელები ერთმანეთში ავხლართე და ტუჩებს ვიკვნეტდი,როდესაც ჰარიმ მისკენ შემატრიალა,ხელები გამაშვებინა და სახეზე თითები ნაზად ჩამომისვა
-ნუ ნერვიულობ,მალე მივალთ,კარგი? -ტკბილად მაკოცა ტუჩებზე და გულში ჩამიხუტა. ყელში რაღაც ბურთულა მეჩხირებოდა,საშინლად მომინდა ტირილი ჩემი დის გამო.ხელები მოვხვიე ჰარის და თავი მის მკერდში ჩავმალე.თავს ძალა დავატანე,რომ არ მეტირა.არ მინდა მის წინაშე ცრემლების ღვრა.
თითებით თმებზე მეფერებოდა,რაც ძალიან მაწყნარებდა.თვალები დავხუჭე და ღრმად დავიწყე სუნთქვა,რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. ლიფტი გაჩერდა და პირველ სართულზეც ჩავედით.სწრაფად გავედი კლინიკიდან ჰარიმ კი გასაღები გარეთ დაცვას დაუტოვა,რომელიც კარებშივე იდგა და აშკარად ეტყობოდა რომ ეძინებოდა.
მანქანამდე სწრაფად მივედით,როდესაც შიგნით მოვთავსდით მანქანა დაიძრა და შიგნით სასიამოვნო მელოდიამ გაიჟღერა. რაპუნცელში რომ არის სიმღერა I See The Light.. ძალიან მიყვარს,ძალიან! ოდნავ ჩამეღიმა და ჰარის გავხედე,მისკენ მივიწიე და მხარზე ვაკოცე,როდესაც მანქანა ერთ ერთ სუპერ მარკეტთან გააჩერა
-გადმომყვები? -მკითხა და საფულე აიღო
-არა,დაგელოდები -გავუღიმე.ჰარიმ თავი დამიქნია და ტუჩებზე მაკოცა,შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა. დაახლოებით 15 წუთში სამი უზარმაზარი პარკით ხელში დაბრუნდა,უკანა სავარძელზე დადო და საჭეს მიუჯდა
-შოკოლადები გიყიდეთ შენ და ლილიანს,ვარდისფერ პარკში დევს,დანარჩენი რაღაც სალათები და მზა საჭმელია,რომ არ იწვალო გაკეთება-ჰარის მადლობა გადავუხადე და ხელით ხელზე ნაზად გავეთამაშე,შემდეგ კი სახლისკენ დავიძარით. ღამის 11 საათი იყო,ამიტომაც გადატვირთული მოძრაობა არ გვაფერხებდა,რაც ძალიან მახარებს.სახლში მალევე მივედით.ჰარიმ პარკები დაიჭირა მე კი ეზოს კიბეები სწრაფად ავირბინე და ზარი დავრეკე.გავიგე როგორ გამოიქცა კარისკენ ვიღაც და ფეხის ნაბიჯებზევე მივხვდი,რომ ლილიანი იყო. ტყაპუნით სულ ის დარბის ხოლმე,თანაც ზეინის ნაბიჯები უფრო მძიმე და უხმაურო იქნებოდა. როდესაც კარი გაიხსნა არ შევმცდარვარ,კარში ლილიანი დამხვდა. როგორც კი დამინახა თვალები გაუბრწყინდა.მაშინვე დავიხარე და ხელში ავიყვანე,შემდეგ კი გულში ჩავიკარი,უკან ჰარი მედგა.. ოთახში ისე შევედი,რომ ლილიანი ძირს არ ჩამოსულა
-ოჰ გვრიტები მოსულან -ზეინი მისაღებში შემოგვეგება.ჰარიმ ხელი ჩამოართვა ზეინს და გადაკოცნა,მე კი ლოყაზე ვაკოცე და ჰარის გვერდით დავჯექი
-შენ იხუმრე და მართლა ერთად ვართ -ზეინს თვალი ჩავუკარი. დავინახე ჰარის როგორ გამოესახა სახეზე კმაყოფილი ღიმილი.
-ლი,შოკოლადები გინდა? ჰარიმ მთელი ერთი პარკი გიყიდა -შოკოლადის ხსენებაზე ლილიანს თვალები გაუნათდა და მაშინვე დაავიწყდა თავისი დაიკო,კალთიდან გადახტა,თითით ვარდისფერ პარკზე მივანიშნზე,როდესაც გახსნა ერთი შოკოლადის ფილა ამოიღო და გახსნა
-ზეინ,ლუდიც არის პარკებში -ჰარიმ გაიცინა და ერთერთი პარკისკენ მიანიშნა.
-რა კარგ დროს მოიტანე,უნდა მეყიდა -ზეინმა გაიცინა და ლუდის ბაკლები ამოიღო,საჭმლის პარკი კი გაიტანა და ალბათ მაცივარში შეაწყობს
-ლილიან,წამოდი უკვე გვიანია შენთვის და დავიძინოთ,კარგი? -ლილიანმა თავი დამიქნია და ხელში ავიყვანე. ''დავაძინებ და მოვალ'' -ტუჩების მოძრაობით ვანიშნე ჰარის.თავი დამიქნია და კოცნა გამომიგზავნა,თვითონ კი სამზარეულოში გავიდა. მეორე სართულზე ავიყვანე ლილიანი და ერთ-ერთ ოთახში შევიყვანე,სადაც ის იძინებსხოლმე.ტანზე გავხადე,თან მელაპარაკებოდა როგორ ეთამაშებოდა ზეინი დაჭერობანას და როგორ მოუგო.ტანზე როდესაც გავხადე საწოლში ჩავაწვინე და თბილად დავაფარე,შემდეგ მეც გვერდით მივუწექი
-ზღაპარს მომიყვები? -ხმადაბლა მკითხა და მისი პაწაწინა ხელები მომხვია.თავი დავუქნიე და კონკიას ამბის მოყოლა დავიწყე.როდესაც ბოლოში გავედი მეთვითონ დამამთქნარა,ლილიანი კი ალბათ უკვე მეცხრე სიზმარს ნახულობდა. ფეხზე წამოვდექი,საბანი შევუსწორე,ნაზად ვაკოცე და ოთახიდან გავედი.
როდესაც ქვევით ჩავედი დავინახე რომ ბიჭები ტელევიორში სოკერს უყურებდნენ. ჰარისთან მივედი და კალთაში ჩავუჯექი.ზეინმა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა,ჰარიმ კი ხელები ნაზად მომხვია წელზე და თავზე მაკოცა.
-ბეტი,ხვალ აუცილებლად უნდა წახვიდე სააგენტოში,სიაში ხარ შეტანილი და მხოლოდ ერთი ფოტოსესია გვაქვს ჩატარებული -ზეინს თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე.საშინლად მოვითენთე და მეძინებოდა. ჰარი თმებზე მეთამაშებოდა რაც უფრო მეტად მაძინებდა.
ძალიან ყრუდ მესმოდა როგორ განიხილავდნენ ჰარი და ზეინი ფეხბურთის ამბავს,შემდეგ კი ჩამეძინა. ერთადერთი ის ვიგრძენი,როგორ ამიყვანა ვიღაცამ ხელში,შემდეგ კი თბილ საწოლში მოვხვდი და უკნიდან მხურვალე ჩახუტება ვიგრძენი.
ის ნამდვილად ჩემი ექიმია.ჩემი ყველაზე ტკბილი დოქტორი.
YOU ARE READING
Dr.Styles
Teen Fictionმოთხრობა ჩემი არ არის მაგრამ ძალიან მიყავრს და გადავწყვიტე აქ დამედო რადგან ჯერ Wattpad-ზე არ შემხვედრია.იმედია მოგეწონებათ.