კვირას ჯონგუკმა დარეკა, მაგრამ საუბარი არ გამოუვიდათ. მათ არაფერი ქონდათ სალაპარაკო. ჯიმინისთვის ის უცხო და გაურკვეველი ადამიანი იყო, რომლის შესახებაც სახელის გარდა არაფერი იცოდა. ჯონგუკმა იმის სათქმელად დარეკა, რომ ის რაც მათ შორის მოხდა წინა დღეს, არ იყო მხოლოდ ერთი ღამით და აუცილებლად შეხვდებოდნენ ისევ. ჯიმინი თავისდა გასაოცრად საკმაოდ ადვილად დათანხმდა. ის თვლიდა, რომ ეხლა უკვე სულელობა იყო ბავშვური თამაშებს დაწყება და დამალვა, მითუმეტეს რომ მას იზიდავდა ჯონგუკისკენ. მასთან მშვიდად იყო, მაგრამ სიმშვიდე არ ყოფილა გულგრილი, უფრო პირიქით, და ყოველ ჯერზე, როდესაც ჯონგუკი თავის სხვა მხარეებს აჩვენებდა, უფრო თავაზიანს, მაგრამ უფრო ნამდვილს, ჯიმინს რაღაც ემართებოდა.
მეორეჯერ ჯონგუკმა ოთხშაბათ საღამოს დარეკა, რამდენჯერმეც კი, მაგრამ ჯიმინმა მხოლოდ სამსახურის დამთავრების შემდეგ შეამჩნია -ოფისში შესვლილას მობილურები ერთმეოდათ თანამშრომლებს, და ჯონგუკის სასმსახურის ნომერი კი არ იცოდა. ჯიმინმა გადარეკვა სცადა, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო. მან მობილური ჯიბეში ჩაიდო და გაიფიქრა:< მე სულმთლად შევიშალე ჭკუიდან! თვითონვე ვურეკავ მას. თვითონვე ვურეკავ იმ მამაკაცს, რომელიც არ მალავს თავის განზრახვებს ჩემს მიმართ. ლამისაა ხვეწნაც დავუწყო>.
ის შენობიდან გამოვიდა და ავტობუსების გაჩერებისკენ გაემართა, მაგრამ არ იყო ადგილამდე მისული, როდესაც შეჰყვირეს:
-ბატონო პაკ!
ჯიმინი შემოტრიალდა: მას წამოეწია ლამის ერთი თავით მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცი. ჯიმინმა წარბები მოჭმუხნა და კითხვისნიშნით შეხედა.
-მოიცადეთ ერთი წამით! მე ბატონმა კან ჯონგუკმა გამომგზავნა. ის თვქვენთან შეხვედრას აპირებდა დღეს საღამოს და მთხოვა წამეყვანეთ.
-სად? -კითხა ჯიმინმა.
-შეხვედრის ადგილზე. მე ვგულისხმობ მის ბინას. მანქანა გელოდებათ.
BẠN ĐANG ĐỌC
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanfictionთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...