აგვისტო-სექტემბერი 2019
ჯიმინი უკვე რამდენიმე კვირა საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობდა, არამედ სასტუმროში. ის ფიქრობდა მუდმივი საცხოვრებლის ძებნას -სახლის ქირაობას, მაგრამ უბრალოდ მოსაძებნად დრო აღარ რჩებოდა.
ის თითქმის ყოველ დღე მიდიოდა რეიჩელთან და დილანთან, აგვარებდა იურიდიულ ფორმალობებს, რომელიც გაყრას ეხებოდა, და თან სამუშაოც ძალიან ტვირთავდა. განქორწინება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა. ჯიმინი იმისთვისაც ემზადებოდა, რომ ურთიერთობის გარკვევა სასამართლოშიც მოუწევდა. უთანხმოება ძირითადად დილანს ეხებოდა, რეიჩელს არ სურდა, რომ მას და ჯიმინს თანაბარი უფლებები ჰქონოდათ. მას საერთოდ არ უნდოდა, რომ მას ისინი შეენახა.
ისინი თითქმის ერთი თვე განიხილავდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ რეიჩელმა უცბათ თქვა, რომ მას დრო სჭირდება -ყველაფრის მოსაფირებლად. ჯიმინმა არ დააჩქარა ის: ის დაინტერესებული იყო, რომ ეს ყველაფერი გადადებულიყო რაც შეიძლება მოგვიანებით. მას ეშინოდა, რომ ორივე მხარის გამოძახების შემთხვევაში უთანხმოება არ იქნება მოგვარებული, რეიჩელმა შეიძლება ყველაფერი მოყვეს, რაც კი იცის ქმარზე, რომ გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ მიაღებინოს. ეს კი უკეთესი იქნებოდა მაშინ მომხდარიყო, როდესაც საბოლოოდ გადაწყდებოდა ფბრ-ს და კენეტ გარლანდის საკითხი.
აქამდე მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება რამდენიმე კვირაში სერიოზული პრობლემებით აღსავსე გახდა.
თუმცა ფბრ-სთან მას არ უწევდა გამკლავება. ის მსგავს საქმეებში უძლური იყო.
ჯონგუკს საკმაოდ ფართო კავშირები ჰქონდა, მაგრამ გარლანდის გარშემო დატრიალებული სკანდალის შემდეგ გავლენიან ხალხთან კავშირები არა მხოლოდ უსარგებლო იყო, არამედ სახიფათოც. ვერავინ გაბედავს ამ საქმეში გარევას და მასში გარეულის დახმარებას, მაგრამ ჯონგუკის გაცემა როგორც თანამონაწილის და ამითი საკუთარი თავის სუფთად გამოყვანა -მარტივი იყო.
ESTÁS LEYENDO
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanficთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...