თავი 41

1.8K 208 137
                                    

მანქანაში პირადად სონდიკი ელოდა. ჯიმინი მის გვერდით დაჯდა და თავი დაუქნია: 

-საღამო მშვიდობის, სონდიკ. თავს არ მოვაჩვენებ რომ მოხარული ვარ ამ შეხვედრის.

სონდიკმა თავისი მკაცრი სახე ემისკენ მიატრიალა:

-ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გვჭირდება ერთმანეთთან თავის მოკატუნება, ბატონო პაკ.

-სად მიგყავართ?

-ჯერ აეროპორტში, იქიდან ჟენევაში - რომ საბუთები და კიდევ რაღაც ნივთები წამოვიღოთ პოლიციიდან. შემდეგ ტოკიოში. ჯონგუკი უკვე გამოფრინდა ნიუ-იორკიდან,რომ სახლში შეგხვდეთ.

-რას ნიშნავს <შემხვდეს>? რომ მიმახრჩოს ამჯერად მოწმეების გარეშე? -სწრაფად იკითხა ჯიმინმა.

-ვფიქრობ, ზუსტადაც პირიქით. ყველაფერი გაირკვა და ჩანაწერზე თქვენ არ ყოფილხართ. ინციდენტი შეგვიძლია აღმოფხვრილად ჩავთვალოთ.

ჯიმინს სიბრაზის ტალღამ გადაუარა: ის ნამდვილად არ თვლიდა ინციდენტს აღმოფხვრილად. თუმცა არანაირი აზრი არ ქონდა ამის სონდიკისთვის მიძახებას. ის, როგორც მინგიუ, მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. ამის მაგივრად კი თქვა:

-როგორ შეძლეს ასე გაყალბება?

-იმ დღეს გადაიღეს, როდესაც საყიდლებზე ორი საათით გახვედით. მათთვის კი საკმარისი იყო.

-ეს იმდენად გავდა ნამდვილს...

სონდიკმა თავი დაუქნია.

-ხო, ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები. თქვენს წასვლაზე და დეტალებზე წინასწარ იცოდნენ, სცენარი მოიგონეს, შემსრულებლები დაამატეს, თქვენი როლის შემსრულებლის ჩათვლით.

-ის იპოვნეთ უკვე?

-ჯერ არა. ჩვენ ლეონი და მისი ცოლი ვიპოვნეთ, მას რამდენიმე კარგი ფოტოსურათი ქონდა შენახული. ის თქვენზე ხუთი წლით დიდია, მართალი რომ ვთქვა წინიდან არც ძალიან გგავთ. მაგრამ გრიმის შემდეგ, სპეციალური სახის საფენების მეშვეობით - საერთოდ სხვა სურათია. გადაიღეთ სურათი სიბნელეში და სრულ მსგავსებას მიიღებთ. ეჭვი მაქვს, რომ საწყალი ბიჭი მკვდარია, როგორც ლეონი.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now