გამტაცებლებმა სწრაფად დაიწყეს მანქანებისკენ წასვლა, რომლებიც ელოდათ.
ჯიმინი იბრძვოდა და ცდილობდა დაჭერილი ხელები გაენთავისუფლებინა... თეჰიონი რამდენიმე მეტრში იყო მისგან, მაგრამ მათ შორის ნამდვილი უფსკრული იყო, და ის იზრდებოდა ყოველ წამს. ყოველი ნაბიჯი უკან ათასობით კილომეტრის ტოლფასი იყო. რაღაც დაუჯერებელი გზით გამოუვიდა წამით განთავისუფლება, მაგრამ მაშინვე დაიჭირეს უფრო მჭიდროდ. ეხლა უკვე ორმა ადამიანმა.
-ნუ ფართხალებ, თორემ ჩენს ვესვრით, -ჩასძახეს ყურთან.
ჯიმინი გაშეშდა და დამჯერად დაიხია უკან. ის თეჰიონს უყურებდა, თვალებით თხოვდა და ევედრებოდა, მაგრამ იცოდა, რომ თეჰიონი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდა. მხოლოდ თვითმკვლელობით უნდა გაერისკა საკუთარი სიცოცხლე.
და თეჰიონი შეეცადა. მან გააკეთა სწრაფი, მოულოდნელი ნაბიჯი წინ, მაგრამ მისი დაცვაც სწრაფი აღმოჩნდა: მაშინვე ორმა მათგანმა დაიჭირეს და უკან გაათრიეს. კიდევ ერთი ცდილობდა მისი ხელიდან იარაღი გამოეგლიჯა, რომ მოულოდნელად ცეცხლი არ გაეხსნა. ერთ წამში თეჰიონი უკვე აღარ ჩანდა დაცვის წევრების მიღმა, რომლებიც არ აძლებდნენ საშუალებას მორიგი სიგიჟე ჩაედინა.
ჯიმინმა მხოლოდ გაიგონა, თუ როგორ ყვიროდა რაღაცას ჩინურად და კიდევ -თუ არ მოეჩვენა -მის სახელს.
მან ისევ სცადა თეჰიონისკენ გაქცევა. მაგრამ მუცელში ჩაარტყეს. ჯიმინი შუაზე მოიკეცა და თითქმის არ შეეწინააღმდეგა, როდესაც მანქანაში ჩააგდეს უკანა სავარძელზე, კარი დაიხურა და მანქანა სწრაფად მოსწყდა ადგილს.
ჯიმინი ეცადა ადგომას და მაშინვე ხელი ჰკრეს უკან.
-ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ არაფერი წამალი არ გაგიკეთოთ, მაგრამ თუ შენგან პრობლემები იქნება -ამას ვიზამთ.
როგორი გულისამაჩუყებელი ზრუნვაა... ჯონგუკმა გატაცება დაგეგმა და, სრულიად სეშაძლებელია, მის მოკვლას აპირებდეს, მაგრამ არ დაავიწყდა გაეხსენებინა, რომ ცუდად გადააქვს საძილე წამლები.
YOU ARE READING
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanfictionთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...