2018 წლის მაისი, პორტლენდი
ჯიმინი ადრიანად გამოვიდა სახლიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, აგვიანებოდა. ქალაქს კარგად არ იცნობდა. წინა ჯერზე გზა რეიჩელმა ანახა და მას ზუსტად ახსოვდა, რომ ისინი იმ თეთრ ხიდზე მიდიოდნენ, რომელსაც ეხლა ხედავდა აქედა, მაგრამ ვერ იაზრებდა, თუ როგორ მოხვედრილიყო იქ. მან თხოვა, რომ პარკის წინ დახვედროდა, თუმცა რეიჩელის სახლში არასოდეს ყოფილა. ეს ცოტათი საეჭვოა.
შეიძლება მას ამისთვის გულუბრყვილო მიზეზი აქვს. ან შეიძლება არა... ბოლო რამდენიმე წელმა მას ასწავლა, რომ არავის ნდობოდა, ყველაფერში ეჭვი შეეტანა, გოგონას ყოველ ნაბიჯში ფარული აზრი ეძებნა და მახე. დრო იყო საბოლოოდ დაევიწყებინა და თავიდან ამოეგდო, მაგრამ არ შეეძლო. ასეთ რამეებს სწრაფად არ უშვებენ. და ნაკლებად შესაძლებელია ოდესმე გაუშვას.
მას ახალი ცხოვრება ჰქონდა, ახალი გვარი, მაგრამ მეხსიერება ძველი დარჩა. და მაინც მისგან შორს მარტივი იყო. პირველი ორი თვე რაღაც სიცარიელეში გაატარა, ნამდვილ ემოციურ კომაში. ჯიმინს ბევრი საქმე უნდა გაეკეთებინა, რომ ახალ ადგილას მოწყობილიყო, და იმის მიუხედავად, რომ ვერ იტანდა მსგავს საქმიანობას, უხაროდა თავს დახვეული აურზაური: მათ აიძულეს სახლიდან გამოსვლა, ხალხთან კონტაქტი, ქაღალდების შევსება და ფიქრის საშუალება სხვა რამეზე, გარდა ჯონგუკის, რომელმაც ის მაინც გაუშვა საბოლოოდ.
თანდათანობით მან დაიწყო აზრზე მოსვლა და შინაგანად მოდუნება. ეს უცნაური იყო და უჩვეულო. ბოლო ნახევარი წელი ის ძალიან ძლიერად გაჭიმული სიმივით იყო, რომელიც საცაა გაწყდებოდა, და როდესაც დაძაბულობა საბოლოოდ შესუსტდა, მან ეს თავისუფლება და უზრუნველობა არა სიხარულად, არამედ განგაშად მიიღო. მას გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ რაღაცას თვალთახედვიდან უშვებდა, რომ ის ჯერ კიდევ საშიშროების ქვეშაა, მაგრამ უტვინობით ივიწყებს ამას.
![](https://img.wattpad.com/cover/175822441-288-k961293.jpg)
YOU ARE READING
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanfictionთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...