I am not your rolling wheels – I am the highway
I am not your carpet ride – I am the sky
I am not your blowing wind – I am the lightning
I am not your autumn moon – I am the night
Audioslave
აგვისტო 2017
სტუმრების კოტეჯი ეხლა ცარიელი იყო, და ჯიმინი ტერასაზე წიგნით ხელში მოთავსდა. იქ სასიამოვნო იყო, ცოტათი გრილი დღეც კი. ჯიმინს დასვენების დღე ჰქონდა: ჯონგუკი არ მუშაობდა და ირენესთან ერთად სადღაც წავიდა. ვილაში მაინც საკმაოდ იყო სტუმრები და მათგან თავის დასახსნელად ჯიმინი ბაღის შორ ნაწილში შევიდა.
მან შეამჩნია, რომ ვიღაც უახლოვდებოდა. ჩენ თეჰიონი. ეხლა კი თავის დახსნას ვერ მოახერხებს მისგან. მათი ვილაში საუბრის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, რომელიც ჯიმინმა კაპ-ფერიზე გაატარა, მხოლოდ ერთხელ წავიდა ჟენევაში: ჯონგუკი, როგორც ჩანს მზრუნველი ქმრის როლს თამაშობდა, რომელიც ცოლს ამხნევებდა რთულ პერიოდში და ირენეს გვერდით რჩებოდა. თეჰიონი ამ დროის განმავლობასი ორჯერ ესტუმრა ვილას, რადგან მთელი ზაფხულით იყო მიწვეული.
ის და ჯიმინი იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ, მაგრამ მხოლოდ სხვების თანდასწრებით -სტუმრების ან დაცვის: ჯონგუკი ფხიზლად იყო. ჯიმინი თეჰიონის გამოხედვებით ხვდებოდა, რომ მას დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ მთელი ძალებით გაურბოდა ამას. მას არ უნდოდა, რომ იმ საუბარს დაბრუნებოდა.
ეხლა კი მოუწევს მასთან ლაპარაკი. პირისპირ.
ჯიმინი აკვირდებოდა თეჰიონს ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში. სიმართლე რომ ითქვას, ის მას ესიმპატიურებოდა. ჯიმინისთვის კი უცნაური დასანახი იყო, რომ მისი თანატოლის ცხოვრება ამდენად განსხვავდეოდა მისგან. მაგრამ ბუნებრივია თვითონ იყო განსაკუთრებული შემთხვევა: მისი ცხოვრება მთლიანად ჯონგუკით შემოიფარგლებოდა, მაგრამ სხვები მათ ასაკში ეხლა იწყობდნე კარიერას, იშვიათ შემთხვევაში საშუალო ან საწყისი პოზიციებით. თუ მაგალითად ლაპარაკი დიდი კომპანიის მემკვიდრეებზე მიდიოდა ევროპაში, ასეთ ასაკში არაფერ სერიოზულს არ აკეთებდნენ: თავს აჩვენებდნენ, რომ მუშაობდნენ და სარგებელი მოჰქონდათ ოჯახური ბიზნესისთვის, თუმცა გაცილებით მეტ დროს ახარჯებდნენ გართობას. თეჰიონი სინამდვილეში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა და გადაწყვეტილებებს იღებდა.
KAMU SEDANG MEMBACA
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fiksi Penggemarთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...