ტოკიო, ივნისი 2017
ჯიმინი ზურგზე გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. შესანიშნავად გრძნობდა თავს ორგაზმის შემდეგ...ხელი გვერძე გასწია და სხვის მკლვს შეეხო, მხურვალეს, მოდუნებულს.
-არ იძინებ? -კითხა მას ჩანიოლმა.
ჯიმინი მისკენ არ გადატრიალებულა და თვალების გახელვის გარეშე წარმოსთქვა:
- ვცდილობ, დღე რთული მქონდა. -ჯიმინის ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი გაჩნდა. -წინააღმდეგი ხარ?
-მე შენზე რაღაც გეგმები მაქვს, -უპასუხა ჩანიოლმა, იდაყვზე წამოიწია და ჯიმინის მუცელს შეეხო.
-რა, ეხლავე?
-მე ვახშამი ვიგულისხმე. -გაიცინა ჩანიოლმა. -შენ სამსახურიდან მოხვედი, მე კი ჭამაც არ გაცადე.
ეს სრული სიმართლეა: ჯიმინი ჩანიოლის ლოგინში თითქმის ხუთ წუთში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასტუმროს ლუქსში შეაბიჯა. ჩანიოლი კარებთანვე დაეტაკა და ჯიმინს პირველი წამები ოდნავ რცხვენოდა ასეთი მესაკუთრე და უცერემონიო ურთიერთოობა. მაგრამ სხვას რას უნდა ელოდოს მას შემდეგ, რაც კორეაში გააკეთა? მოკლედ, ის დიდად არ იყო წინააღმდეგი: მისი სურვილები ჩანიოლის სურვილებს ემთხვეოდა.
ის არ არის ჩვიდმეტი წლის პრინცესა, რომელსაც ვარდების თაიგული, ლექსების კითხვა და ლამაზი სიტყვების მოსმენა უნდოდა. თუმცა ის, რომ ჩანიოლი ჩამოფრინდა ტოკიოში სპეციალურად მასთან შესახვედრად, იყო რაღაც განსაკუთრებულად რომანტიული, თუ ამ ადამიანის გადატვირთულ გრაფიკს გავითვალისწინებთ.
ჯიმინს არსად წასვლა არ დასჭირვებია: მისი სალხი ახლოს იყო მდიდრულ სასტუმროსთან. სამაგიეროდ დაცვისგან თავის დახსნა იყო საჭირო.
ჯონგუკი გუშინ წავიდა ტოკიოდან, მაგრამ იმდენი დავალება დატოვა, რომ ჯიმინმა მთელი დღე ოფისში გაატარა მათ შესრულებაში. თან შეახსენა ჯიმინს, რომ მას სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო. ეს კი მოთხოვნას უფრო გავდა. ჯიმინი ხვდებოდა, რომ ჯონგუკი შეშინებული იყო მისი ისტერიული ტირილით პრიმის წერილზე. მასაც ვერ გაეგო, თუ რამ მოუარა მაშინ, მაგრამ ეს ნაწილობრივ კარგიც იყო: მისი ჯანმრთელობა, უფრო სწორედ ავად ყოფნა დამცავი იყო ჯონგუკისგან. სრულიად შესაძლებელია, რომ მას გაცილებით მეტად დაეძალებინა, რომ არა იმის შიში, რომ მისი <ტყვე> ჭკუიდან შეიშლებოდა. ჯიმინი თავადვე ფიქრობდა იმაზე, რომ არ აწყენდა რამდენიმე აბის დალევა იმ წამლებიდან, რომლებიც ექიმმა რიკეთსმა გამოუწერა. ადამიანი, რომელთანაც რამდენიმე წელი იცხოვრა, მისი გატაცება და გაუპატიურება დაგეგმა - საკმაოდ საპატიო მიზეზია, რომ მიიღოს თავისი კანონიერი კურსი ანტიდეპრესანტების.
KAMU SEDANG MEMBACA
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fiksi Penggemarთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...