ჯიმინს უკვე მეოთხე ღამეა ზედიზედ რაც ჯონგუკის ლოგინში სძინავს. მას აღარ უცდია მისი შეხება. ჯიმინი უკვე შეეჩვია და უკვე არც ისე ცუდად ეძინა ჯონგუკის გვერდით, რომელიც აღარ იწვევდა მასში ისეთ ზიზღს და უსიამოვნო შეგრძნებას, როგორც პირველ დღეებში. როდესაც ჯიმინი შუა ღამისას იღვიძებდა და ესმოდა ჩუმი მშვიდი სუნთქვა, შეიგრძნობდა გვერდით დიდ ძლიერ სხეულს და მისგან გამოცემულ სითბოს, მას ბურანში ეუფლებოდა სიმშვიდის შეგრძნება, და შეეძლო ის რამდენიმე წამი დამტკბარიყო მისით, სანამ გონება დაუბრუნდებოდა.
დღისით ყველაფერი ძველებურად რჩებოდა:ჯიმინი მხოლოდ საქმიან საკითხებზე ელაპარაკებოდა ჯონგუკს, გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობებს, რომ ჯონგუკს პატარა მიზეზიც არ ქონოდა ჩარევის.
ჯიმინისთვის დიდი იმედგაცრუებით,ჯონგუკი არ აპირებდა დასვენების დღეებში წასვლას. ამის მაგივრად მას ჯიმინთან და კიდევ ერთ მდივანთან ერთად ფრენა ქონდა დაგეგმილი ფრანკფურტში. კვირას ჯონგუკმა ოჯახი კაპ-ფერიზე გაუშვა, ჯიმინი კი ციურიხში, სადაც ორშაბათამდე მის ჩასვლას უნდა დალოდებოდა.
ხუთშაბათს ვახშმობის შემდეგ ჯონგუკი ბიბლიოთეკაში წავიდა, ჯიმინი კი პატარა კაბინეტში მოეწყო გრძელი ანგარიშებით შვეიცარული ბანკის სისტემის. ის ორშაბათისთვის უნდა ყოფილიყო მზად და არანაირი მიზეზი არ არსებობდა დღესვე დაკავებულიყო მისით, თუმცა ჯიმინს მალე უნდოდა თავიდან მოეშორებინა და მთელი დასვენების დღეები თავისუფლად ყოფილიყო. მან ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკა ჩართო.
ის ანგარიშებთან ნახევარ საათამდე იჯდა, როდესაც კაბინეტის კარები გაიღო საძინებლის მხრიდან და ჯონგუკი შემოვიდა. ჯიმინმა თვალის კუთხით დაინახა ის, მაგრამ თავი მოიკატუნა, რომ ვერ დაინახა და გაიგონა. ჯონგუკი მის წინ დადგა და რაღაც თქვა. ჯიმინს მზერა არ აუწევია ქაღალდებიდან, ყურსასმენი გამოიძრო და მიახვედრა, რომ ეხლა უსმენდა.
ESTÁS LEYENDO
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanficთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...