თავი 28

2.1K 234 46
                                    

როდესაც ჯიმინი ბაღში გამოვიდა, სანდერსმა მაშინვე ქოლგა გახსნა მის თავზე. ის რაღაცას სწრაფად ეუბნებოდა ჯიმინს, მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ ესმოდა. 

ისინი ჩქარა მიდიოდნენ ცუდად განათებულ გზაზე. რაღაც პერიოდი ჯიმინი შეუძლოდ  გახდა. ისეთი სისუსტე იგრძნო, რომ ძლივს მოძრაობდა. 

-მოიცადეთ, -წარმოსთქვა მან, ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა. -სიარული არ შემიძლია... თავი...

-ასე შეგეშინდა? -მინგიუმ ისევ ჩასჭიდა ხელი. -ადრე უნდა გეფიქრა.

მათ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს, როდესაც ჯიმინმა იგრძნო, რომ უბრალოდ ეცემოდა, იმდენად სუსტი და დაუმორჩილებელი გაუხდა ფეხები. თავბრუ საშინლად ეხვეოდა. მინგიუმ ის დაიჭირა.

-რა დაგემართათ?! -შეჰყვირა მან.

ჯიმინს რაღაცის პასუხი უნდოდა, მაგრამ ტუჩები ვერ გახსნა. ის უბრალოდ შიშით და გაუგებრობით უყურებდა მინგიუს და თავს აქნევდა.

-მომეხმარე მანქანამდე მივიყვანო, -სთხოვა მან სანდერსს.

-როგორი ნაზი გოგონაა, -ჩაიცინა მან და ჯიმინის მეორე მკლავი დაიჭირა.

-მას რაღაც რიგზე ვერ აქვს, -მინგიუ ეჭვით უყურებდა ჯიმინს, -ასე არ უნდა იყოს...

ლიმუზინი უკვე ელოდათ დაახლოებით ათ ნაბიჯში, გალავნის წინ. მძღოლი და კიდევ მეორე დაცვა გადმოცვივდნენ დასახმარებლად,

-ჯანდაბა, -აღმოხდა მინგიუს. -ესღა გვაკლდა!

-რა ხდება? -იკითხა მეორე დაცვამ. -რა დაემართა?

-არ ვიცი, რა დალია. მის გუგებს შეხედე!

სანდერსმა პირველმა შეხედა ჯიმინს სახეზე.

-უბრალოდ მუქია, -აღნიშნა მან.

-არა ამ დონეზე. სხვებს გუგები ამდენად დიდი არ აქვთ.

მინგიუმ და სანდერსმა ჯიმინის მანქანის სავარძელში ჩააჯდომა დაიწყეს. მას არ შეეძლო ჯდომა, და წამოაწვინეს.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now