11 იანვარი
დღეს სწავლის პირველი დღე იყო, საღამოს კი სამსახური. სახლში წავედი და უღონოდ დავეცი. როგორც იქნა შემცვლელი მიპოვნეს, მხოლოდ ერთი სმენაღა დარჩა.
ნიუ-იორკში მოგზაურობა კარგი იყო მიუხედავად იმისა, რაც გუშინ დავწერე. მეტჯერ აღაც შეგვქმნია პრობლემები, და შესანიშნავად გავატარეთ დარჩენილი დრო. ჯონგუკთან ერთად ყველაფერს ვივიწყებ და აღარ ვგრძნობ იმ სიცარიელეს და სევდას შიგნით, რომელიც მომივლისხოლმე მარტო დარჩენის დროს. მის გვერდით უბრალოდ ბედნიერი ვარ. ეს ალბათ რაღაც ბავშვური, გულუბრყვილო შეყვარება ან მიჯაჭვულობაა ერთადერთ ახლობელ ადამიანთან. მე არავინ არ მყავდა, და ამიტომაც შემიყვარდა პირველივე, ვინც ხელი გამომიწოდა.
არა, სანა იყო... მაგრამ მის მიმართ ამდაგვარს არაფერს ვგრძნობდი, თუმცა ის გაცილებით მეტად იმსახურებდა ჩემს ერთგულებას, ვიდრე ჯონგუკი.
ნიუ-იორკში ჩვენ მთელი დღეები გარეთ გავატარეთ, ქუჩებში დავსეირნობდით, მუზეუმებში დავდიოდით. ვახმობის დროს რესტორნებში ჯონგუკი ნაცნობებს ხვდებოდა. მან თქვა, რომ თავადაც გაკვირვებული იყო -ბოლოს და ბოლოს ის არც ისე დიდ დროს ატარებს ნიუ-იორკში. ის ყველას მაცნობდა უბრალოდ სახელის და გვარის თქმით. არ ვიცი რა იფიქრეს დანარჩენებმა (თუ საერთოდ ჩათვალეს საჭიროდ ჩემთვის ყურადღების მოქცევა), მაგრამ ერთმა იფიქრა, რომ მე ესკორტმომსახურებას ვუწევდი. როდესაც ჯონგუკი გვერდით გავიდა ერთ ასაკიან ქალბატონს რომ მისალმებოდა, ეს მამაკაცი ცდილობდა ჩემთან შეხვედრაზე შემთანხმედობა. უნდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი ძალიან ზრდილობიანად იყო, არანაირი ბინძური მინიშნება ან პირდაპირი კითხვები. არანაკლებ ზრდილობიანი ფორმით უარი ვუთხარი მის შეთავაზებაზე. ვფიქრობ ეს უკანასკნელი შემთხვევა არ არის. თუ კვლავ გავაგრძელებ ჯონგუკთან ერთად სიარულს, მომიწევს მივეჩვიო მსგავს მობყრობას. მითუმეტეს ის მამაკაცი არც ისე ძალიან შეცდა.
ČTEŠ
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanfikceთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...