ტოკიო, ნოემბერი
ამ სემესტრში დატვირთვა ძალიან მძიმე იყო: ჯიმინმა იმდენი ქნა, რომ შობამდე დაეხურა რაც შეიძლება მეტი კურსი და გაზაფხულისთვის მხოლოდ ორი დაეტოვებინა. ეს უფლებას აძლევდა ოფისში ნაკლებად ყოფილიყო, ესეიგი ნაკლებად ენახა ჯონგუკი. გაზაფხულს კი, როდესაც დატვირთვა სასწავლებლიდან კვირაში რამდენიმე საათამდე შემცირდა, ჯონგუკმა დაიწყო მისი წაყვანა დაუსრულებელ მოგზაურობებში. ისინი ხშირად საუბრობდნენ ამ თემაზე: იმაზე, რომ ჯიმინი მას მხოლოდ ტოკიოში არ სჭირდება. ხო, ისინი ეხლა ერთმანეთს ოფიციალურად მიმართავდნენ. ჯიმინმა სამსახურში დაბრუნებისთანავე უფროსს <ბატონი ჯონი> დაუძახა.
დანარჩენი მდივნები პირველ დღეებში დაბნეულები იყვნენ. რათქმა უნდა კითხვების დასმას ჯონგუკისთვის ვერ შეძლებდნენ, ამიტომ გადახდა ჯიმინს მოუწია. მოკლედ, მან არაფერი საინტერესო მათ არ უთხრა: ისინი დაშორდნენ საერთო გადაწყვეტილებით, მაგრამ ჯიმინი აგრძელებს პირადი ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას, ჯონგუკი კი მისი სწავლის საფასურს გადაიხდის. იუნგიმ ირონიულად ჩაიცინა,მიახვედრა, რომ არცერთი სიტყვის არ ჯერა. მან,ბუნებრივია იცოდა რაღაც დაცვისგან, მაგრამ მაინც არ ეცოდინებოდა მომხდარის სრული სურათი.
ჯონგუკი შეპირდა, რომ არ მოყვებოდა მათი დაშორების დეტალებს. როგორც ჯიმინი ხვდებოდა, ჯონგუკს არ სურდა, რომ ცნობილი გამხდარიყო, რომ ბიჭი, რომელიც რამდენიმე წელი მის კმაყოფაზე ყავდა, საბოლოოდ უარი თქვა მასთან დაწოლაზე. ეს მითვის დამამცირებელი იყო.
როდესაც ნაცნობები ეკითხებოდნენ თუ რა მოხდა სინამდვილეში, ჯიმინი პასუხობდა, რომ მათი ურთიერთობა უბრალოდ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და დროთა განმავლობაში ამოიწურა.
-ხო, უკვე ზაფხულშივე ეტყობოდა, რომ თქვენი ურთიერთობა შეიცვალა, -დაეთანხმა ფილიპი. -თუმცა ის არც არასოდეს ყოფილა უღრუბლო.
VOCÊ ESTÁ LENDO
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanficთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...