როდესაც ჯონგუკი ტოკიოში დაბრუნდა ოჯახში რამდენიმე დღე ყოფნის შემდეგ, მას ჯიმინი ავად დახვდა, ჩახლეჩილი ხმით, სურდოთი და ჩაწითლებული თვალებით. ჯიმინმა თქვა, რომ ჯობდა ჯერ საკუთარ სახლში დარჩენილიყო და ოფისში არ მისულიყო. ჯონგუკი არ შეეწინააღმდეგა, მაგრამ მეორე დღეს მიაკითხა.
-პირველად, ნახევარი წლის განმავლობაში ვხედავ, რომ ავად ხარ, -აღნიშნა მან, -ესეიგი მაინც ადამიანი ყოფილხარ.
-ხო, იშვიათად ვხდები ავად, -დაეთანხმა ჯიმინი და დაამატა: -სამაგიეროდ მოზარდობის ასაკში შეუწყვეტლივ ავად ვიყავი. ალბათ მაშინ ყველა ვირუსი გადავიტანე და ეხლა მხოლოდ ყველაზე საშინელი მუტაციები მერევიან. არ გეშინია გადადების?
-არა. მეორე მხრის, თუ ავად გავხდები,შენ მომივლი... ეცადე ხუთშაბათამდე გამოჯანმრთელდე. მიღებაზე ვარ მიპატიჟებული.
-ჩემს გარეშე არ შეგიძლია წასვლა?
-შემიძლია, მაგრამ შენთან ერთად უკეთესი იქნება. ასე უბრალოდ არ მიწვევენ, მომიწევს სერიოზული საუბარი ვიწრო წრეში. ალბათ არ შემოგიშვებენ, მაგრამ შენი დახმარება დამჭირდება.
-შენს განრიგში წერია, რომ ეს დაბადების დღის აღნიშვნაა.
-შესანიშნავი მიზეზია საჭირო ხალხის შესაკრებად, ყურადღების მიქცევის გარეშე,- ჩაიცინა ჯონგუკმა.
ჯიმინა სამი დღე გაატარა სახლში, მოეჩვენა რომ მოენატრა ოფისის დაძაბული ატმოსფერო. თავისდაგასაკვირად შესანიშნავად შეეწყო ჯონგუკის მდივნებს. მოკლედ, რა იყო გასაკვირი: მას ვინც ჯონგუკთან შეძლო შეწყობა, ნებისმისმიერთან შეძლებდა შეწყობას.
ჯონგუკი ადვილი უფროსი არ იყო - მომთხოვნი, მოუთმენელი პატარა დაგვიანებაზეც კი, უხეში, მის გეგმებში ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ცვლილება მომხდარიყო, და ის დაუყოვნებლივ რეაგირებას ელოდა ამ ყველაფერზე გარშემომყოფებისგან,ღიად ამბობდა უკმაყოფილებას, როდესაც რაიმე არ აღმოჩნდებოდა გადაკეთებული მის ახალ ბრძანებებზე. თუმცა ჯონგუკი ოფისში არასოდეს უწევდა ხმას და არ გადადიოდა შეურაწყოფაზე: მისი ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო ან პატარა, მაგრამ მრავლისმეტყველად შეცვლილი ინტონაცია.
VOCÊ ESTÁ LENDO
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanficთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...