თავი 17

2.8K 275 70
                                    

ჯიმინი ოთახის წინ იდგა და ცეცხლს უყურებდა, როდესაც კარების გაღების ხმა გაიგონა. ის მაშინვე შემოტრიალდა,თითქოს ეშინოდა იმის, რაც ელოდა.

რამდენიმე წამი ის და ჯონგუკი ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ ჯიმინმა ნერწყვი გადაყლაპა და წარმოსთქვა:

-რა გინდა?

-უბრალოდ შენი ნახვა. დალაპარაკება. დაჯექი, -ჯონგუკმა მიანიშნა ერთ-ერთ კრესლოზე.

-მადლობა, არ ღირს. სალაპარაკო არაფერი გვაქვს.

-რაღაცაზე არის, ჯიმინ. ის, რაც ჩვენს შორის იყო, არსად გამქრალა.

-ის გაქრა, -ცივად თქვა ჯიმინმა, და თვალი მოაშორა ჯონგუკს.

-მე შენს წინაშე დამნაშავე ვარ, ბევრი ტკივილი მოგაყენე... მაპატიე.

-და ეხლაც მაყენებ. რატომ არ შეგიძლია თავი დამანებო?

-არ შემიძლია სხვაგვარად. გამუდმებით შენზე ვფიქრობ.

-ჯობია გამუდმებით ცოლზე და შვილებზე იფიქრო!

ჯონგუკმა რამდენიმე წამით თვალები დახუჭა და მძიმედ ამოისუნთქა:

-შენ მართალი ხარ.ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ შენთან ყოფნა მინდა. შენთან ნამდვილად ბედნიერი ვიყავი პირველად მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

-ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ყოფნა. შენ ეს იცი.

-რატომ არ შეგვიძლია? ათასობით ადამიანს აქვს ქორწინების გარეთ კავშირი.

-ეს მათი არჩევანი და ნებაა. მე ეს არ მაწყობს. შენ მომატყუე და მიღალატე, ჯონგუკ. მინდა, რომ ეს ყველაფერი წარსულში დავტოვო და ცხოვრება გავაგრძელო. და შენ გინდა იტყუო და ღალატი გააგრძელო, ეხლა უკვე ჩემი თანამონაწილეობით. ეს არ არის ჩემთვის, მაპატიე...

ჯიმინი გასასვლისკენ წავიდა, და ამისთვის მოუწია ჯონგუკის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა. მან ხელით დაიჭირა:

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now