ჯიმინი მანქანიდან გადმოვიდა, და თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი დაცვას, რომელმაც კარები გაუღო. მანქანა შესასვლელის არკაში გაჩერდა, რომელსაც <Four Season> ერქვა,მაგრამ ჯიმინს მოეჩვენა, რომ მან გაყინვა მოასწრო, სანამ სასტუმროს კარებამდე მივიდოდა.
როგორც ჩანს სეულში ჩამოსვლა კარგი იდეა არ იყო. ბოლო ორი დღეა ძლიერი ქარი ქროდა, რომელიც ძვლამდე ატანდა. დილით სველი თოვლი წამოვიდა, რომელიც მალე წყლად იქცა.
ჯონგუკი დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ჯერ სხვა ქალაქში ჩაფრინდა.
ის თავის ნომერში ავიდა, სთხოვა დაცვას საქმის კურსში ჩაეყენებინათ იმაზე, თუ როდის მოვიდოდა ჯონგუკი: მათ გამუდმებით ქონდათ კავშირი ჯონგუკის დაცვასთან. ამჯერად კორეაში მთელი სამეფო წრე შეიკრიბა: სონდიკი ჰანსოლი, დიურუა და კიდევ მთელი დაცვის ამალა. ორი დღის შემდეგ უნდა ჩამოფრენილიყო ანა ვან ბრედეროდე.
რომ არა ჯონგუკის ჩამოსვლა, ჯიმინი ამხელა ნომერში არ იცხოვრებდა. მარტო აქ არამყუდროდ იქნებოდა. დაცვა მეზობელ ნომერში განთავსდა და მას პრეზიდენტის ლუქსი ერგო კაბინეტით, რამდენიმე სააბაზანოთი და სასადილოთი. სამაგიეროდ სასტუმრო ოთახში როიალი იდგა. შესაძლოა რომელიღაც მდივანმა გადაწყვიტა მისთვის ესიამოვნებინა და სწორედ ეს ნომერი დაჯავშნა. ის კი მართლა ჯდებოდა ინსტრუმენტთან დღეში რამოდენიმე საათი -თავისუფალი დრო მას გასაოცრად ბევრი ქონდა.
მან წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ თხუთმეტ წუთში ის დაცვის ზარმა შეაწყვეტინა: ჯონგუკი ერთ საათი მოვა და მაშინვე ლანჩზე გარშურება. ლანჩი ვიღაც კორეელ ფინანსისტებთან, თუმცა ეს სასტუმროს რესტორანში იყო დაგეგმილი და შორს წასლა აღარ მოუწევდა.
ნახევარ საათში, როდესაც ჯონგუკი მოვიდა, ჯიმინი უკვე გასასვლელში გამზადებული იდგა. ის რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდა და განკარგულებებს გასცემდა, სანამ თვითონ საძინებელში პერანგს და ჰალსტუჰს იცვამდა. ჯიმინი ჩუმად იჯდა სასტუმრო ოთახში და ელოდა, სანამ აურზაური ჩაწყნარდებოდა. საბოლოოდ, როდესაც ნომრში მხოლოდ ჰანსოლი და იუნგი დარჩნენ, ჯონგუკი საძინებლის კარებიდან გამოცნდა და ჯიმინს მიმართა:
KAMU SEDANG MEMBACA
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fiksi Penggemarთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...