თავი 26

2.4K 228 44
                                    

ბრიუსელიდან დაბრუნებამდე სონდიკმა ჯიმინი ცოტათი დაამშვიდა და უთხრა, რომ სეჰუნი ერთ კვირაში ბაზელში უნდა დაბრუნებულიყო სამუშაოდ. ჯიმინს დარჩა რამდენიმე დღე მოსათმენად. მაგრამ სონდიკმა ის გააფრთხილა, რომ არაფრით არ უნდა თქვას უარი მის ჩვევაზე მეზობელ რეატორანში საუზმობაზე: სეჰუნმა და მისმა მოკავშირემ არ უნდა იეჭვონ, რომ მათი თამაში გამხელილია.

ჯიმინს ყველაზე მეტად აინტერესებდა თავად მიზეზი. მას არ სჯეროდა, რომ სეჰუნი მას უბრალო ინტერესის გამო გაიცნობდა. ალბათ ირენეს უმცროს ძმას მისი და ჯონგუკის ურთიერთობის არევა უნდოდა. სეჰუნმა მინიშნებები მისცა -ალბათ იმედი ქონდა, რომ ჯიმინი მის შეთავაზებაზე დათანხმდებოდა. ბოლოს და ბოლოს, რა იყო ის დიდებული გვარიშვილის თვალში. ფულის გამო სხეულის მიმყიდველი ბიჭი მისი სიძისთვის. ჯონგუკის ეჭვიანი ხასიათის გათვალისწინებით, შეიძლება მისი რეაქცია ღალატზე საშინელი იყოს და მის საყვარელთან ურთიერთობა გაწყვეტილი იქნება.

ჯონგუკი დათანხმდა, რომ ამ ვერსიას აზრი გააჩნდა, მაგრამ მასში ერთი სუსტი ადგილი იყო: რატომ უნდა გაეკეთებინა სეჰუნს ეს თვითონ? მას ამგვარი საქციელით შეეძლო სიძესთან ურთიერთობის გაფუჭება, მათი ოჯახი კი ნაწილობრივ ჯონგუკის ფინანსებზე იყო დამოკიდებული. საპასუხოდ ჯიმინმა რამდენიმე ვერსია შესთავაზა, თუ როგორ შეეძლო სეჰუნს მისი განადგურება, საკუთარი თავის დაზარალების გარეშე. თუმცა ამ ვერსიებს ჯიმინი დიდად არ აწვებოდა. ის თვლიდა, რომ ამ ყველაფრის მიღმა ირენე უნდა მდგარიყო. მასზე ნებისმიერი სახის ვნება, ყველაზე მეტად მას აწობდა.

საბედნიეროდ, როგორც სონდიკი ვარაუდობდა, სეჰუნი გაქრა. ტოკიოში დაბრუნებამდე ბოლო კვირა ძნელად გავდა მათ დაგეგმილ არდადეგებს. როგორც ჩანს ჯონგუკმა მიზნად დაისახა არ დაეტოვებინა ჯიმინი მარტო. თუ ოჯახს არ ნახულობდა, ის იმყოფებოდა ჯიმინთან ან აქეთ თხოვდა მასთან მისულიყო და ყველანაირი გეგმა ჩაეშალა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora