თავი 12

2.8K 300 128
                                    

მათი ჩხუბი არასდროს გრძელდებოდა დიდხანს და მხურვალე შერიგებით მთავრდებოდა ლოგინში. უფრო ხშირად ბოლო სიტყვა ჯონგუკის იყო, ჯიმინიც ადრე თუ გვიან მის აზრს ეთანხმებოდა.

მაგრამ ჯონგუკი დამთმობი და ყურადღებიანი იყო სხვა ათასობით წვრილმანში. იმ კონცერტიდან ორი კვირის შემდეგ ჯონგუკი მასთან ერთად სხვაზე წავიდა. მას შემდეგ, რაც ჯიმინმა ახსენა, რომ წვნიანი უყვარს მოლუსკებით, შემდეგ საღამოს მაგიდაზე დახვდა. ასეთი სახის ყურადღებას ბევრჯერ იჩენდა, და ჯიმინს უკვირდა, თუ როგორ ნახულობდა ძალას ასეთი დაკავებული ადამიანი შეემჩნია ეს ყველაფერი, დაემახსოვრებინა და შეესრულებინა თავისი საყვარლის სურვილები, ზოგი გამოუთქმელიც კი.

ჯიმინმა სწავლა დაიწყო რეკომენდებული წიგნებით, დანარჩენი დრო ფორტეპიანოზე უკრავდა და კითხულობდა. მეგობრებს იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჯონგუკს არ მოსწონდა მისი სამეგობრო, უბრალოდ იმიტომ, რომ ამჯობინებდა მასთან ერთად გაეტარებინა დრო, თუ ის ქალაქში იყო.

ამ შაბათს ჯიმინს თავისუფლება ქონდა -ჯონგუკი მიწვეული იყო საქველმოქმედო მიღებაზე და გვიან დაბრუნდებოდა. ჯიმინმა თქვა, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად გაატარებდა და თავის სახლში დარჩებოდა. შემდეგ კი მძღოლს დაურეკა და თავი იმ კაფეში წააყვანინა, სადაც სანას და სხვა მეგობრებს შეხვვედრა დაუნიშნა. როგორც ყოველთვის, ჯიმინმა მანქანა ერთი ქუჩით ადრე გააჩერებინა, რადგან არ სურდა ვინმეს ენახა მდიდრული მანქანიდან გადმოსული.

უკვე საღამოს დასასრულს, ათ საათზე, დარეკა ჯონგუკმა და თქვა, რომ მიღება როგორც ჩანს არც ისე გვიან არ დამთავრდება როგორც ფიქრობდა, და ორ საათში სახლში იქნებოდა.

-ჩვენ უკვე სახლები წასვლას ვაპირებდით, -თქვა ჯიმინმა. -მე ჩემს სახლში წავალ.

-დარეკე, რომ წაგიყვანონ.

-მეთვითონ მივალ.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Onde histórias criam vida. Descubra agora