თავი 2

4.1K 378 192
                                    


ჯიმინის ჩანაწერები.

სახლის პრობლემაც მოვაგვარე. ეხლა უკვე კარგ ადგილას ვცხოვრობ სამსახურთან ახლოს. კვირაში ორჯერ სპორტდარბაზში დავდივარ. რამდენიმე უბრალო სახის საჭმლის გაკეთება ვისწავლე.

⭐️

ძალიან ბევრს ვმუშაობ, დასვენების დღეებშიც კი დავდივარ ოფისში. არავინ არ მაძალებს -მეთვითონვე მაინტერესებს.

ეხლა იარაღით ვაჭრობით ვართ დაკავებულები და რამდენიმე იმფორმატორისგან ვიღებთ იმფორმაციებს, აქედან ერთი ყველაზე გამოსადეგარია. მას ვიქტორი ჰქვია. თითქმის არაფერია მასზე ცნობილი, მაგრამ ჩვენგან არანაირ ჯილდოს არ ითხოვდა, ესეიგი შეეძლო უბრალოდ შეეწყვიტა იმფორმაციის გამოგზავნა და მორჩა. მასთან რამდენჯერმე მომიწია ტელეფონით გასაუბრება და თავი აგენტების ფილმში მეგონა.

⭐️

ჩემს სამეზობლოდ ცოლ-ქმარი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მათი სახლიდან ხშირად გამოდის ფორტეპიანოზე დაკვრის ხმა მე. გუშინ მთელი ნახევარი საათი მოჯადოვებული ვიჯექი. დღეს კი სწორედ ის პიანისტი გოგონა გავიცანი დერეფანში და მათთან ვახშამზე მიმიწვია. მას სანა ქვია.

***

საღამო მართლაც სასიამოვნო გამოდგა. ის თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს იმ კომპანიაში, რომლებსაც საერთოდ არ იცნობდა. მხოლოდ საერთო სალაპარაკო თემა ეხმარებოდა -მუსიკა: სანა და დედამისი უბრალოდ მისით ცხოვრობდნენ.

საუზმის დასრულების შემდეგ გოგონა ფორტეპიანოსთან დაჯდა და გამაოგნებლად დაკვრა დაიწყო. შემდეგ მათ დუეტში დაიწყეს დაკვრა. ჯიმინს რცხვენოდა, რადგან დიდი ხანი არ ქონდა ნავარჯიშები, მაგრამ ეს მომენტი მისთვის შესანიშნავი იყო მთელი საღამოს განმავლობაში.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Onde histórias criam vida. Descubra agora