თავი 7

3.3K 356 103
                                    


პარასკევ საღამოს ჯიმინი მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდა. ზოგადად ის ცოტას სვამდა, ან მხოლოდ ერთ ბოკალ ღვინოს, მაგრამ ამ დღეს გაცილებით მეტი დალია: ჯონგუკთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, აღარ შეეძლო ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა.ერთი მხრის, ძველი შიშები განუახლდა: ის თავს არაკომფორტულად გრძნობდა ქუჩაში, ხალხმრავალი ადგილების ეშინოდა, გამუდმებით აკვირდებოდა გამვლელებს, ცდილობდა გამოეცნო, უთვალთვალებდა თუ არა ჯონგუკის ხალხი. მეორე მხრივ, იმაზე ფიქრი, რომ მისი ხალხი ახლოს შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ნაწილობრივ ამშვიდებდა - მას ჯერ კიდევ ეშინოდა განმეორებითი მოტაცების, თუმცა ხვდებოდა, რომ რადგან არ იყო არანაირი მცდელობა მაშინვე, მის თავისუფლებას აღარ შეეხებოდნენ ეხლა, თითქმის ოთხი თვის შემდეგ.

ჯონგუკზეც ხშირად იხსენებდა, მის გამო ბოლო რამდენიმე დღე აფორიაქებულ მდგომარეობაში გაატარა. მისგან რომ განთავისუფლებულიყო და მოდუნებულიყო, ჯიმინმა უკვე მეხუთე ჭიქა გამოცალა. ის არ გრძნობდა სიმთვრალეს, მხოლოდ სასიამოვნო სიცარიელეს თავში. სწორედ ამას ელოდა.

ჯიმინი ერთ-ერთი ბოლო წამოვიდა და რამდენიმე წუთი ღამის ჰაერზე იდგა ქუჩაში. შემდეგ კი დაფიქრდა, გაეჩერებინა თუ არა ტაქსი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ესარგებლა.

როდესაც მისგან რამდენიმე ნაბიჯში მანქანის კარები გაიღო, ჯიმინი ინსტინქტურად გვერძე გადახტა, გული ლამის მკერდიდან ამოუვარდა.

-ღმერთო, ჯიმინ, ასე რატომ შეგეშინდა? -გაისმა ჯონგუკის ხმა, და მალე თავადვე გამოჩნდა მისი დიდებული სხეული შავი მანქანიდან.

-ეს... იყო... მოულოდნელი, -ჯიმინს არ შეეძლო სუნთქვის დამშვიდება, და სიტყვები თავისით აღმოხდა ტუჩებიდან. -კიდევ რა გინდათ ჩემგან?

-შემიძლია სახლამდე მიგიყვანო, -შესთავაზა ჯონგუკმა.

-თქვენ მე მითვალთვალებთ?

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora