თავი 67

1.6K 204 73
                                    

Your loyalty is not to me 

But to the stars above. 

Bob Dylan


-ქალებთან მაინც გიჟიმავია ჩემამდე? -ბოროტულად დაინტერესდა რეიჩელი.

-ხო, -ჯიმინმა თითქმის მექანიკურად უპასუხა. ის შესაფერის მომენტს ელოდა, რომ მენის ავტოსრადისკენ გადაეხვია, სადაც დღისით ინტენსიური მოძრაობა იყო.  -რა, იმდენად ცუდი იყო, რომ იფიქრე ჩემი პირველი იყავი?

-არა,უბრალოდ...მინდოდა გამეგო, -თქვა რეიჩელმა, უკან შეტრიალდა, სადაც დილანს საბავშვო კრესლოში ეძინა..

-მეც მომეჩვენა, რომ პრეტენზიები არ გქონდა ამის გამო, -ცივად აღნიშნა ჯიმინმა. რატომ უხეშობს? რეიჩელი არ არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. ეს მისი ბრალია, სრულიად.

-მე შენი ცოლი ვარ! უფლება მაქვს ვიცოდე!

-შენ იცოდი, რომ მე მამაკაცები მყავდა. რამდენჯერ შეიძლება იგივეს გამეორება?

-<გყავდა მამაკაცები> და ეს -სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან!

-რეიჩელ, მე უკვე გთხოვე: მოდი მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ეხლა დრო არ არის. ორივენი ნერვებზე ვართ.

მან არ უპასუხა, უბრალოდ უკან გაიხედა ისევ, თუმცა ბავშვს მისი ყურადღება არ  სჭირდებოდა: მას მშვიდად ეძინა. მანქანაში დილანს ყოველთვის მშვიდად ეძინა. 

ეხლა ისინი პორტლენდში მიდიოდნენ -სასტუმროში.

როდესაც ირენე წავიდა, ჯიმინის პირველი სურვილი სონდიკისთვის დარეკვა იყო. მაგრამ ეს არ გააკეთა. შეიძლება, ირენე მართალი იყო: ის უკვე აღარაფერს ნიშნავს არც ჯონგუკისთვის, არც მისი ხალხისთვის. ასეთ შემთხვევაში მან ძალიან ნაჩქარევად უპასუხა ირენეს მუქარას მუქარით -სონდიკი თუ ამას გაიგებს, ის მის მოკვლას ბრძანებს. წყეულიმც იყოს, ალბათ, დიდი ხანია ამაზე ოცნებობს, უბრალოდ მიზეზს ელოდება!.. ჯიმინმა გადაწყვიტა ეგრევე არ დაერეკა, არამედ კარგად დაფიქრებულიყო და ყველაფერი გაეანალიზებინა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ