თავი 54

1.9K 228 244
                                    

აპრილი  2017

ჯიმინი ტოკიოს  ბანკის ოფისში  კარგ განწყობაზე მივიდა - რამდენადაც შეიძლებოდა ის კარგი ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ დღის გატარება ჯონგუკის გარემოცვაში მოუწევდა. უფოსი ჯერ კიდევ არ იყო სამსახურში, მაგრამ იუნგი უკვე იჯდა თავის მაგიდასთან და მორიგ უარს წერდა  რომელიღაც საღამოზე მიწვევაზე. 

ჯიმინი დაინტერესდა, მოხდა თუ არა გუშინდელ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი. იუნგიმ რაღაც განსაკუთრებულად შეხედა და უპასუხა:

-ყველაფერი თქვენს განრიგშია.

-ის შეიცვალა? -ჯიმინმა კომპიუტერი ჩართო.

-ხო, ხვალ მოგიწევთ მუშაობა.

ჯიმინი მოიღუშა: იუნგის დაძაბულ ტონზე ეტყობოდა, რომ ჯონგუკმა არც ისე სასიამოვნო დავალება მოიგონა.

-ვშიშობ, მე ამისთვის არ გამოვდგები, -არაბუნებრივად ნელა თქვა ჯიმინმა მას შემდეგ, რაც საბუთი წაიკითქა.

-სცადეთ ამის შესახებ ჯონგუკს უთხრათ,- თავი გააქნია მინმა.

-ზუსტად ასე მოვიქცევი, -შეატყობინა ჯიმინმა, ფოსტა გახსნა და წერილის დაწერა დაიწყო.

-ჭკუიდან შეიძალეთ, პაკ! რამდენიმე საათი მოითმინეთ, და თავს დაგანებებთ რაღაც პერიოდი.

-თქვენ  თვლით, რომ არასაკმარისად ვითმინე? -იკითხა ჯიმინმა ხმაში ცივი გამოწვევით.

იუნგიმ მხოლოდ მძიმედ ამოიოხრა. დღეს ცხელი დღე იქნება. ჯონგუკმა დამცირებებში გადაამეტა: პაკმა, რომელმაც აქამდე თვეები ითმინა დამჯერი ბატკნის როლში, ბოლოს და ბოლოს ვერ მოითმინა.

თხუთმეტ წუთში მან და იუნგიმ გაიგონეს, თუ როგორ გაიარა მისაღებიდან თავის კაბინეტამდე ჯონგუკმა. ის მიესალმა იქ მყოფ მის მეცლერს და რამდენიმე სიტყვა უთხრა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ ჯიმინი ინტონაციით მიხვდა, რომ წერილი ჯერ კიდევ არ უნახავს. ჯონგუკი ზოგერ ამოწმებდა ფოსტას სამსახურში მომავალი, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს არა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)حيث تعيش القصص. اكتشف الآن