You go back to her
And I go back to black
Amy Winehouse
მეტჯერ ვეღარავინ გაბედა ჯიმინის გაგზავნა სასაუზმოდ ან სავახშმოდ სამსარეულოში. როგორც ჩანს, ჯონგუკმა სახლში წესრიგი დაამყარა. პირველი ორი კვირა ირენესთან ერთად ერთ მაგიდაზე ჭამა რთული იყო და ჯიმინი ცდილობდა ყველანაირად გაქცეოდა ამას. მან სთხოვა ოთახში მიეტანათ საჭმელი და სამსახურიდან მომავალი საუზმობდა გზაზე, თუ ჯონგუკთან ერთად არ ბრუნდებოდა. მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა თავის დაძვრენის იწვევდა უკმაყოფილებას და ჯონგუკის დამცინავ აღნიშნვას.
ირენე ძალიან მშვიდად იქცეოდა და თავს ისე იჭერდა, რომ ჯიმინის ყოფნას იმაზე მეტად ვერ ამჩნევდა, რამდენადაც მსახურის ან ოფიციანტის. ჯიმინიც გამოხატავდა სრულ გულგრილობას მის მიმართ. ეს სპექტაკლი თამაშდებოდა მათ შორის დღეში რამდენჯერმე უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. საბედნიეროდ ჯიმინი დღის დიდ ნაწილს ოფისში ატარებდა, დასვენების დღეებში კი სახლიდან მიდიოდა, ან ირენე მიდიოდა სადმე ქმართან და ქალიშვილთან ერთად.
ჯიმინი ჯერ არასოდეს დალოდებია ასე გამოცდებს - ეს მიზეზი იყო ტოკიოში დასაბრუნებლად, სადაც უფლება ჰქონდა საკუთარ სახლში ეცხოვრა.ჯონგუკისთვის გაყოლა საქმიან მოგზაურობებზე ისეთივე აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უწევდა პარიზში დაბრუნება, საზიზღრად მდიდრულ და ელეგანტურ სახლში,მშვიდი და ლამაზი გარედან და სიძულვილისგან და ეჭვიანობისგან ანთებული შიგნიდან.
სახლის ერთ-ერთ ოთახში როიალი იდგა, და ჯიმინი ბუნებრივია ჯერ ჯონგუკის აზრით დაინტერესდა ამ საკითხზე, მასზე უკრავდა, სანამ მეპატრონეები სახლში არ იყვნენ. ეს ფაქტიურად ერთადერთი გართობა იყო, რომელიც მას დარჩენოდა.
ჯონგუკის სახლში ხშირად იმართებოდა ვახშმობები და მიღებები. ჯონგუკი არ მოითხოვდა ჯიმინის დასწრებას ყოველ მათგანზე, მაგრამ ზოჯერ მოუწია სმოკინგის ჩაცმა და სტუმრებთან გასვლა. მისი გამოჩენა ყოველ ჯერზე იწვევდა არაჯანსაღ ინტერესს ხალხში: არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ეს თვეები არ შეჩერებულა ჭორები ჯონგუკის სკანდალურ ქმედებაზე, რომელმაც საკუთარ სახლში მისი ყოფილი საყვარელი მიიყვანა.
YOU ARE READING
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanfictionთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...