თავი 73

4.2K 257 508
                                    

2020 წლის მარტი

ჯიმინი მიხვდა, რომ დღეს მუშაობა არ გამოუვიდოდა, როდესაც სახლში მივიდა და დაინახა, რომ ჯონგუკის შავი მანქანები ელოდა: ლიმუზინი და თანმხლები მანქანა. ჯონგუკი, როგორც ყოველთვის, მოულოდნელად გამოცხადდა. მოკლედ, როგორც ყოველთვის - ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ის პირველად მასთან იანვრის ბოლოს მივიდა, ერთი კვირის მერე მას შემდეგ, რაც ჯიმინი ევროპიდან დაბრუნდა ( მაშინ მაინც კითხა თანხმობა). შემდეგ კიდევ ორჯერ მივიდა - უკვე თავისი უცერემონიო ჩვევით. ჰანსოლმა, რომელიც ცოტახნის წინ გახდა დაცვის ჯგუფის უფროსი ბოსტონში, უთხრა, რომ ჯონგუკს უფრო ეშინოდა, რომ თუ გააფრთხილებდა წინასწარ, მაშინ ჯიმინი გზას გამონახავდა შეხვედრის თავიდან ასაცილებლად, ამიტომაც ამჯობინებდა მოულოდნელად გამოჩენას.

ჯიმინიც რაღაც ამის მსგავსს ეჭვობდა.

ჯონგუკი ჩვეულებრივ ერთი ან ორი დღით ჩამოდიოდა და Four Seasons-ში ჩერდებოდა, თუმცა იქ მხოლოდ ათენებდა. დანარჩენ დროს ის ჯიმინთან ატარებდა. პირველ ჯერზე მას უბრალოდ არ ყოფნიდა გამბედაობა ჯონგუკისთვის უარი ეთქვა მასთან კონტაქტზე, და შემდეგ... შემდეგ ისევ არ ეყო. პირველი ვიზიტის დროს ისინი თითქმის არ ლაპარაკობდნენ, ჯონგუკმა მართალია ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ გასაგები მიზეზების გამო არც ისეთი თავაზიანი იყო, როდესაც ჯიმინმა შატოში მოინახულა და ცოტათი უხალისოდ იქცეოდა.

ჯიმინი მის მიმართ სიბრალულს არ განიცდიდა, უფრო, თანაგრძნობას: ჯონგუკის შეცოდება რთული იყო, ყველაფრის მოუხედავად ძალიან ძლიერი, გავლენიანი და უძლეველი იყო. დაჭრილი მტაცებელიც კი იგივე მხეცი დარჩა, შეიძლება, უფრო საშიშიც კი.

ბოლო ვიზიტისას ჯონგუკი უკვე გავდა თავის ძველ თავს, და ჯიმინი,როდესაც მაღალ კიბეებზე მიაბიჯებდა შესასვლელი კარებისკენ, იმაზე ფიქრობდა, რომ შეიძლება დღეს ნახოს ჯიუტი და თვითაჯერებული ჯონგუკი მთელი თავისი ბრწყინვალებით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ის არ იქნებოდა წინააღმდეგი. ჯობია საქმე ჰქონდეს ჩვეულებრივ შეუდრეკლობასთან და სიჯიუტესთან, ვიდრე დაინახოს დაღლილი, სასოწარკვეთილი და განადგურებული გამომეტყველება მის თვალებში.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ