თავი 23

2.8K 248 399
                                    

მაისი

მათი ურთიერთობა კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩადგა ჩვეულ წესრიგში. შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ჯიმინი ჩვეულებრივად იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა,  მაგრამ ამ გარეგნული სიმშვიდის მიღმა ჯონგუკი ხედავდა ჯიუტ შინაგან გარიყულობას. ის ცდილობდა დალაპარაკებას, ახსნას, მაგრამ არაფერი გამოვიდა: ჯიმინი საზიზღრად გულგრილი ტონით ამბობდა, რომ ვერაფერი გაეგო თუ რა იყო აქ სალაპარაკო, და რომ ეს მათ ურთიერთობას არაფრით ცვლიდა.

ბოლოს და ბოლოს ჯონგუკმა გადაწყვიტა, რომ ჯობდა დროებით თავი დაენებებინა. ის ტოკიოდან წავიდა საქმეებზე, შემდეგ კი ცოლთან და შვილებთან ერთად დასავსენებლად. ის იქ ერთი კვირის გატარებას აპირებდა.

ჯიმინი მის არყოფნაში ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა: გაკვეთილებზე დადიოდა, შემდეგ ოფისში, შემდეგ სახლში -ყველაფერი წრეზე ტრიალებდა. ერთხელ ის მეგობრებთან ერთად კაფეში წავიდა, ერთხელაც ბარში დაჯდა ჰარუსთან და სხვა თანაკურსელებთან ერთად.

უკვე მეორე კვირა გადიოდა ჯონგუკის გარეშე, როდესაც ჯიმინს ფილიპ არემბერგმა დაურეკა და დაპატიჟა დასვენების დღეები მის ბიძასთან ქალაქგარეთ გაეტარებინა. ჯიმინი დაპირდა რომ მოიფიქრებდა და მალე უპასუხებდა.

სინამდვილეში მან ყველაფერი ჯერ კიდევ ტელეფონზე საუბრისას გადაწყვიტა. მას წასვლა უნდოდა. ის სიამოვნებით მოინახულებდა  ქალაქგარე სახლს. ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა იჯდეს შესანიშნავ ამინდში სახლში და ჯონგუკის დაბრუნებას ელოდოს, სანამ ის ცოლთან ერთად ერთობა კარიბზე? თუმცა ის ხვდებოდა რომ ასე უბრალოდ ვერ წავიდოდა: ჯონგუკმა ზუსტი წესი  დაუდგინა.

ჯერ ის მინგიუს დაელაპარაკა და დაცვის აზრი გაიგო ამის შესახებ: მინგიუ არ იყო აღტაცებული ამ იდეით, მაგრამ არ შეეძლო გაეხსენებინა, რომ ჯიმინს  ტოკიოს გარეთ გასვლა ეკრძალებოდა. რადგან დაცვის მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ იყო, ის იუნგის დაუკავშირდა და სთხოვა ჯონგუკის გაფრთხილება, რომ ის დასვენების დღეების გატარებას ფილიპის ნათესავებთან აპირებდა ქალაქგარეთ. თავად არ თვლიდა შესაძლებლად მასთან დარეკვას, სანამ ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. იუნგიმ უთხრა, რომ ბოსი ორდღიან მოგზაურობაში წავიდა იახტით ცოლთან და შვილებთან ერთად  და თხოვა არ შეეწუხებინა ნაკლებად მნიშვნელოვანი  თემებით, ვიდრე სინათლის აღსასრული იყო, თუმცა ის შეპირდა რომ მაინც ცდიდა დაკავშირებას  ან მის თანმხლებ  დაცვასთან.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora