თავი 52

1.8K 229 166
                                    

2017 წლის იანვარი

აეროპორტიდან ისინი პირდაპირ ბანკში მივიდნენ, თუმცა განრიგში არანაირი სასწრაფო საქმე არ იყო აღნიშნული დღის პირველ ნახევარში. როგორც ჩანს, ჯონგუკი არც ისე ჩქარობდა ოჯახთან შეხვედრას. ჯიმინს ეს მხოლოდ ახარებდა. მისი გარდაუვალი შეხვედრა ირენესთან ნახევარი დღით მაინც გადაიდებოდა.

შემდეგ კიდევ ერთხელ გაუმართლა: ჯონგუკი ოფისიდან ჩვეულებრივზე ადრე წავიდა, რადგან ის და მისი მეუღლე მიწვეულები იყვნენ ვახშამზე მეგობრებთან. ჯიმინი კი ბანკში დარჩა დარჩენილი საქმეების დასამთავრებლად. როდესაც საბუთები ჯონგუკის მაგიდაზე დააწყო, მინგიუს შეატყობინა, რომ ხუთ წუთში ქვემოთ ჩავიდოდა გასასვლელში.

კოლონაში წასვლა არ უნდოდა, იმის მიუხედავადაც კი, რომ ეხლა ჯონგუკი და მისი ცოლი იქ არ იყვნენ.

ჯიმინმა მძღოლს სთხოვა  <ანგლეტერში> წაეყვანა. წინ მჯდომი მინგიუ შემოტრიალდა მისკენ:

-არანაირი სასტუმრო. თქვენ კოლონაში წახვალთ.

-მხოლოდ ვახშამი, დამშვიდდით. მე ჯონგუკზე ადრე დავბრუნდები.

მინგიუმ არაფერი თქვა საპასუხოდ, მაგრამ მძღოლს უბრძანა სასტუმროში წაეყვანა.

კოლონაში ისინი ათ საათზე დაბრუნდნენ. გარეთ უფრო მეტად აცივდა, ვიდრე დღისით, და ჯიმინი გაუკვალავი გზით წავიდა შესასვლელამდე, რომ ხელით თოვლი მოეგროვებინა. თითები ეგრევე გაუწითლდა, ფეხებმა კი თხელ, ზამთრისთვის შეუფერებელ ფეხსაცმელში  გაყინვა დაუწყო.  ჯიმინმა გუნდა ძირს დააგდო  და სველი ხელები ჯიბეში ჩაიყო. ის ამ სახლში უნდა შევიდეს.

კარები მისთვის უცხო ქალმა გაუღო. ჯიმინმა თავი წარუდგინა და სთხოვა ეჩვენებინა, თუ რომელ ოთახში განათავსეს მისი ნივთები.

-ცისფერ  ოთახში. მეორე სართულზე, პირველი კარები მარჯვნიდან, -უპასუხა ქალმა და ყურადღებით დაათვალიერა ჯიმინი, თითქოს აფასებდა. ის საპასუხოდ არ გაცნობია. -თქვენ ვახშამზე დააგვიანეთ. თუ აპირებთ აქ ჭამას, მაშინ ვახშამი სამზარეულოში ხუთიდან შვიდამდეა.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt