ერთი ნაბიჯით წინ

4.3K 234 231
                                    

მეც არ მჯერა ხალხოო, რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ კიდევ ერთი საიდ-სთორი ყოფილა, რომელიც ცალკე ედო ავტორს და გამომეპარა, თან ბედნიერი ვარ, ჩემთვისაც ახალი თავი იყოო:დდდ  ასე რომ ეს ბოლოა მართლა:დდ

The cage already there around the bird

Poets of the Fall

2020 წლის ნოემბერი

იმაში, რომ ჯონგუკი შეხვედრაზე შეყოვნდა, არაფერი უჩვეულო არ ყოფილა. ცუდი იყო ის, რომ იუნგიმ ამის შესახებ ძალიან გვიან შეატყობინა, როდესაც ჯიმინი დილანთან და ლორისთან ერთად თვითმფრინავში ჩასხდნენ. იუნგის თუნდაც ოცი წუთით ადრე მაინც რომ დაერეკა, ისინი ტერმინალში დარჩებოდნენ დასალოდებლად. უკან დაბრუნება არ უნდოდა, და ეხლა მათ და ოთხ დაცვას  მოუწევდათ თვითმფრინავში განუსაზღვრელი დროის გატარება.

კარგი იყო ის, რომ დილანს თვითმფრინავში მოსწონა. ასაფრენი ბილიკი კიდევ უფრო: თვალს არ აშორებდა ფანჯარას, სანამ თვითმფრინავამდე მიდიოდნენ, და გამუდმებით იშვერდა თითებს ბილიკზე მოძრავი ტექნიკისკენ.  მაგრამ თვითმფრინავში ასვლისთვის მათ რამდენიმე წამი დასჭირდათ. დილანი გარეთ იწევდა და პატარა სკანდალი მოაწყო, მაგრამ ჯიმინმა ის პილოტის კაბინაში შეიყვანა. წლინახევრის ბავშვი ვერ გაიგებდა, თუ რას ხედავდა, მაგრამ გადამრთველები, ეკრანები და ღილაკები მას აღაფრთოვანებდა. ხუთი წუთის შემდეგ ჯიმინმა დამშვიდებული დილანი სალონში შეიყვანა - ორივე პილოტს გაცილებით აუცილებელი საქმე ჰქონდათ, ვიდრე მგზავრების გართობა.

ჯიმინმა გაიფიქრა, რომ ბავშვობაში ( არა რა თქმა უნდა ასეთ ასაკში, არამედ ხუთი წლისას) ის აღტაცებული იქნებოდა პილოტის კაბინაში შესვლით.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Où les histoires vivent. Découvrez maintenant