ჯონგუკმა რამდენიმე ნაბიჯში გადალახა მათ შორის მანძილი და მთელი ძალით გაარტყა ჯიმინს სახეში. ეს პირველი არ იყო სამი წლის მანძილზე, მაგრამ ჯონგუკს ჯერ არასოდეს დაურტყამს ასეთი ძალით და ბრაზით.
ჯიმინი წაბორძიკდა და წონასწორობა ვერ შეიკავა, მის უკან რომ არ მდგარიყვნენ წაიქცეოდა. როდესაც მან თვალები გაახილა, დაინახა, რომ ჯონგუკი ახალი დარტყმისთვის ამზადებდა ხელს. მანაც ხელები ასწია, ან იმისთვის რომ თავი დაეცვა, ან საპასუხოდ დაერტყა, მაგრამ ჰანსოლმა მაშინვე დაუჭირა ისინი და ზურგს უკან დაუგრიხა.
ჯონგუკმა კიდევ დაარტყა, შემდეგ კიდევ ერთხელ. სისხლმა იჩქეფა. ჯიმინი ვერ ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა, და ეს მოულოდნელი თავდასხმა, ეს ტკივილი არ აძლევდა გააზრების საშუალებას. მას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ტუჩები არ ემორჩილებოდნენ, ისინი თან სტკიოდა და გაბუჟებული ქონდა, როგორც გამაყუჩებელი ნემსის შემდეგ.
-ნაგავი! - გაისმა მის ყურებთან ჯონგუკის ღრიალი. -ბოზი, არარაობა!.. მე შენ გაგანადგურებ, მოგკლავ! როგორ გაბედე?! ყველაფრის მერე, რაც შენთვის გავაკეთე... ბოზო!... მე ეს ყოველთვის ვიცოდი...
ჯიმინის თავში ხმაური და გუგუნი იყო, მან შეწყვიტა გაგება, თუ რას ამბობდა ჯონგუკი.
მან ჯონგუკს მრისხანე, გაურკვეველი დიდი თვალებით შეხედა.
-რა? -მხოლოდ ამის თქმა შეძლო მძიმე სუნთქვებს შორის. -რა?..
-კიდევ კითხულობ? -დაიღრიალა ჯონგუკმა. -კიდევ კითხულობ?!
ჯონგუკმა ჰანსოლს გამოსტაცა ხელებიდან ჯიმინი, მხარში ჩაავლო ხელი და მაგიდასთან მიათრია. ჯიმინმა ხალიჩას წამოკრა ფეხი და ლამის წაიქცა. ჯონგუკა უხეში მოძრაობით ააყენა ფეხზე ლამის ერთი მოქნევით გადაისროლა ოთახის ბოლოს.
ის მაგიდასთან მივიდა და ნოუთბუქი ჯიმინისკენ შეატრიალა, შემდეგ ღილაკს ხელი დააჭირა. ჩაირთო შავ-თეთრი ვიდეო არც ისე კარგი ხარისხით, და ჯიმინმა ეგრევე ვერ გაიაზრა, თუ რა ხდებოდა ეკრანზე და რა კავშირი უნდა ჰქონოდა მასთან. მას ათი წამი დასჭირდა, რომ გაეაზრებინა. მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა, ვერ ხვდებოდა...
![](https://img.wattpad.com/cover/175822441-288-k961293.jpg)
DU LIEST GERADE
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanfictionთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...