თავი 9

3.9K 343 69
                                    

ჯიმინმა მაშინ გაიღვიძა, როდესაც ჯონგუკი ლოგინიდან წამოდგა. სიბნელეში ძნელად არჩევდა საათს. ექვსის ნახევარი იყო.

ის არ აპირებდა ჯონგუკის ლოგინში მთელი ღამით დარჩენას, მაგრამ თავისდაშეუმჩნევლად ჩაეძინა. არა, მის მკლავებში არა... ეს ძალიან ინტიმური იქნებოდა. უბრალოდ გვერდით.

ჯონგუკი უკვე სააბაზანოს კარებთან შემოტრიალდა.

-ჯერ კიდევ ადრეა, დაიძინე, -თქვა მან.

ჯიმინმა თავი დაუქნია, მაგრამ როდესაც ჯონგუკი ხალათით გამოვიდა, მას არ ეძინა, არამედ ლოგინის კიდეში იჯდა.

-შეიძლება მეც შევიდე? -იკითხა მან.

-რათქმაუნდა. ყუთში ნახე, ახალი კბილის ჯაგრისი უნდა იყოს.

-კარგი. მადლობა, -ჯიმინი წამოდგა ლოგინიდან, კრესლოდან თავსი ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შევიდა, სპეციალურად არ ჩაიარა ჯონგუკთან ახლოს.

ისინი არ გავდნენ მათ, ვინც მთელი ღამე ერთად გაატარეს.

ხო, ისინი არ გახდნენ საყვარლები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ სხვა ადამიანის მკლავებში აღმოჩენა და კოცნა არ იყო ცოტა. ჯიმინი თავადვე გაოცებული იყო, რომ ყველაფერი ასე მარტივი აღმოჩნდა: ლოგინში მას არ განუცდია სიმორცხვე. ალბათ მხოლოდ პირველი რამდენიმე წუთი. თუ რამის რცხვენოდა, ეს საკუთარი მოუხერხებლობა და გამოუცდელობა იყო.

ჯიმინი ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ დადგა. ეჩვენებოდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო გაღვიძებული, ყველაფერი შორეული და არარეალური იყო, როგორც სიზმარში. მას არ ჯეროდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა: თითქოს ის არ იყო, არამედ სხვა იდგა ამ უცხო სააბაზანო ოთახში, ვიღაც უცხო სწორედ ეხლა ადგა უზარმაზარი ლოგინიდან, ვიღაც უცხო პასუხობდა ალერსზე მამაკაცს, ვიღაც სხვა - ის არა! - შეეძლო ყველაფრის უფლება მიეცა მისთვის.

რატომაა ცხოვრება ასე უსამართლოდ მოწყობილი?რატომაა რომ ერთადრეთი ადამიანი, რმელიც ასეთ გრძნობას იწვევს მასში მამაკაცია? და რა ქნას ეხლა? მასთან დარჩეს? დაშორდეს? მას შეუძლია -მაგრამ მხოლოდ ჯონგუკის პირველ გამოჩენამდე. საკმარისია მან სთხოვოს, ის კვლავ დათანხმდება.

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)حيث تعيش القصص. اكتشف الآن