ჯიმინი კვლავ შეყოვნდა სამსახურში. მან ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილა სანა, რომ მასთან ერთად ვერ მოახერხებდა ამ საღამოს გატარებას, რადგან მას საახალწლოდ მესამე განყოფილების საქმეც დაუმატეს.
საღამოს საშინლად ციოდა, თოვლი და წვიმა მოდიოდა, ტროტუარი კი ადგილ-ადგილ ყინულით იყო დაფარული. ჯიმინმა გზად პატარა კაფეში შეიარა, სადაც ხშირად იღებდა საჭმელს წასაღებად, და ეხლაც, ცდილობდა ფეხი არ გასრიალებოდა და ხელებს თბილი პაკეტით ითბობდა.
უბნის ვიწყო ტროტუარზე ორი მამაკაცი იდგა და მხიარულად ლაპარაკობდნენ, ლამის მთელს გზას კეტავდნენ, ამიტომაც გამვლელები იძულებულები იყვნენ გვერდი აექციათ და სულ კიდეში, გაჩერებული მანქანების ახლოს ჩაევლოთ. სწორედ ის იყო, რომ ჯიმინმა გვერდი აუქცია, მანქანის კარები გაიღო მის წინ და სრულიად გადაუკეტა გასავლელი. პირველ წამს არც კი მოსვლია თავში, რომ ეს შეიძლება საშიში ყოფილიყო. და როდესაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ძლიერად დაუჭირა ხელები და გაღებული კარებისკენ გააქანა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ჰაერის ჩასუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ დაეყვირა.
მის სახეზე მძაფრი სუნის სველი ნაჭერი ააფარეს, და რამდენიმე წამში თავბრუსხვევის და დახსნის სუსტი მცდელობების შემდეგ ჯიმინმა გონება დაკარგა.
ტროტუარზე მდგარი ორი მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და მშვიდად დაიძრნენ.
გამტაცებლები ნამდვილად პროფესიონალურად და სწაფად მოქმედებდნენ - ვერცერთმა იშვიათმა გამვლელმა ვერ მოასწო შემჩნევა რაც მოხდა.
რამდენიმე თვის თვის წინ.
ჯიმინის დღიურიდან.
გადავწვვიტე დღიურის წერა დამეწყო. საერთოდაც არამგონია, რომ ხშირად დავწერო ყოველ დღიურ მოვლენებზე. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, და მინდა რამით მისი აღნიშნვა. მაინც არაფერი მაქვს საქმე, იაპონიამდე კიდევ ორი საათი უნდა ვიფრინო, ძილი კი არ შემიძლია.
ESTÁS LEYENDO
Separate us, death! [ JIKOOK ] 🔞 (სრულად)
Fanficთუ ის მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებს - აიღე ის. თუ ის შენს სხეულს და სულს მოითხოვს - აჩუქე ის. თუ ის დაგითმობს საკუთარ გულს - გატეხე ის. ერთმა შეხვედრამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. შეძლებულ მამაკაცთან კავშირი პაკ ჯიმინს საშუალებას აძლევს გავიდ...