დილით ადრევე ვდგები და უნივერსიტეტისაკენ მივდივარ შესასვლელთან თვალს ჩემს ძმას ვკრავ და ვჩერდები.
- ქაი.
- ოოო გაგახსენდა ჩემი სახელი.
- აქ რას აკეთებ?
- შენ გეძებ, როგორც ყველა.
- გასაგებია.
- სახლში როდის აპირებ დაბრუნებას?
- არასოდეს.
- ბავშვივით ნუ იქცევი.
- არ ვიქცევი ქაი, იქ არ მინდა დროებით მაინც, მარტო მინდა ყოფნა მინდა ყველაფერი ავწონ-დავწონო.
- შენ ჩვენი ხროვის ლიდერი ხარ.
- არა არ ვარ, უარს ვამბობ.
- ასე ვერ მოიქცევი.
- მოვიქცევი, რადგან არ მინდა რომ ლიდერი ვიყო, არ მინდა ქაი. მე ვიტანჯები, ვიტანჯები გესმის.- ვყვირივარ და ატირებული პატარა ბავშვივით მის მკლავებში ვქვითინებ.
- ჯანდაბას იყოს ისე როგორც გინდა მაგრამ ზარებზე მაინც მიპასუხე. იცი როგორ შემაშინე, იცი რამდენი რამ ვიფიქრე, ხომ იცი რომ მთელს ჩემს ცხოვრებას წარმოადგენ, ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, გთხოვ უბრალოდ მენდე, ხელს ნუ მკრავ.
- მე არ ვარ ამ ყველაფრის ღირსი ქაი, მე არ...
- ჩუმად იყავი სულელო, რაც არ უნდა მოხდეს შენ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ, მე ყოველთვის აქ ვიქნები შენთვის, ყოველთვის... არ ვიცი რა გაწუხებს, მაგრამ თუკი ოდესმე საუბარი მოგინდება იცოდე რომ მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები.
- მიყვარხარ ქაი.
- ვიცი სულელო ვიცი ამას შენი თვალები ყოველდღიურად მეუბნებოდნენ, ახლაც მეუბნებიან, მეც მიყვარხარ ახლა კი წადი აღარ მოგაცდენ მაგრამ იცოდე ჩემს ზარებს უპასუხე.
- კარგი.- ვამბობ და კიდევ ერთხელ ვეხვევი.
აუდიტორიისაკენ მივდიოდი როდესაც ჩემი ყურადღება ერთმა ბიჭმა მიიპყრო ან მელანდებოდა ან მართლა ის იყო. ვხედავდი მის მომღიმარ სახეს და სხეული მეყინებოდა, თითოეულ მის მოძრაობას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამერკვია რეალობა იყო თუ მირაჟი ჩემი ამწამინდელი მდგომარეობა.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...