ეს დღეები არეული ვიყავი, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, ვერ ვაკონტროლებდი. არ ვიცი რა მჭირს ერთადერთი ის ვიცი რომ მასთან სიახლოვე საშინლად მსიამოვნებს, როდესაც მეხება მთელს სხეულში პეპლები იწყებენ ფრენას. რომ მომწონდა ამას ვხვდებოდი მაგრამ ვერ ვიჯერებდი რომ მის მიმართ გრძნობები ასე მალე გამიჩნდა, ჩვენ ერთმანეთთან ყველაზე ცუდი წარსულით დავკავშირდით მაგარამ ახლა როდესაც მეხება მისი ხელებით, ბაგეებით მთელს სხეულში ეიფორიას ვგრძნობ სხეული მეწვის და კიდევ უფრო მეტი მსურს.
საწოლში ვიწექი და დღევანდელ დღეს ვიხსენებდი. თაე და პატარები ამა თუ იმ ატრაქციონზე იჯდნენ, ისეთი საყვარლები იყვნენ თვალს ვერ ვაშორებდი, რამოდენიმეჯერ ცრემლებაც დამისველეს ლოყები, ვუყურებდი მათ და მინდოდა მთელი მსოფლიოსათვის მეყვირა რომ ისინი ჩემი ოჯახი იყვნენ. ბავშვები მასთან ძალიან კარგად ერთობოდნენ, სულ მასზე საუბრობდნენ, აღმერთებდნენ. როგორც კი პატარები დავაძინეთ მისაღებში ჩავედით და ცოტა ვისაუბრეთ წასვლის წინ ისევ მაკოცა ლოყაზე და ისევ დამიარა სხეულში ჟრუანტელმა, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დილით ადრევე ავდექი თავი მოვიწესრიგე ჩემი სამოსი ჩავალაგე, პატარების ჩანთებსაც მივხედე, შემდეგ ჩვენთვის საუზმის გამზადება დავიწყე, სანამ დედა და მამა სუფრას შლიდნენ პატარების გასაღვიძებლად ავედი, ორივეს მოვეფერე და შემდეგ გავაღვიძე, თავი მოიწესრიგეს თუ არა ჩემებთან ჩავედით მივირთმევდით და ვსაუბრობდით. ბავშვები თაეზე საუბრობდნენ, ძალიან დაახლოვდნენ მათ აუცილებლად უნდა ვუთხრა თაეზე, მაგრამ როგორ ვუთხრა არ ვიცი.
- მთელი კვირა ბანაკში კარგია მაგრამ...
- მაგრამ რა ალისა.
- მინდა რომ თათა ჩვენთან ერთად იყოს.
- მეც ძალიან საყვარელია და კარგადაც გავერთობოდით.- ამბობს ჯეიმსი.

ESTÁS LEYENDO
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanficა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...