თითქმის თვე გავიდა მას შემდეგ რაც კიმს ვესაუბრე. უნივერსიტეტში ხშირად ვკრავდი თვალს, მის მზერასაც ხშირად ვიჭერდი, მიხაროდა რომ არ მაწუხებდა და ჩემს თავისუფლებას არ ზღუდავდა თუმცა მინდოდა მასთან საუბარი, მინდოდა მასთან სიახლოვე. რატომ? არ ვიცი სიტყვებით ვერ ავღწერ ერთადერთი ის ვიცი რომ როცა მასთან ვიყავი თავს დაცულად ვგრძნობდი.
ბავშვები ხშირად საუბრობდნენ მასზე და თავს უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი. უნდა მეთქვა მისთვის სიმართლე მაგრამ ემოციურად ამისათვის მზად არ ვიყავი.
ბოგამი წავიდა თუმცა არ ვიცი გული მაინც ცუდს მიგრძნობს. იმედია თავს დამანებებს, მინდა რომ ბედნიერი იყოს, არ მინდა რომ შემიძულოს და არც მე არ მინდა რომ შევიძულო.
- Mummy.- მესმის ალისას ყვირილი.
- გისმენ.
- გთხოვ ამის შებნევაში დამეხმარე.- ამბობს ღიმილით და ბაჩუჩებით ხელში ჩემსკენ მორბის.
- შენი ძმა სად არის?
- სარკის წინ ტრიალებს, ცდილობს რომ ლამაზად გამოიყურებოდეს.
- ვინმეს ეპრანჭება?
- ჰოო... შშშშშ... საიდუმლოდ შეინახე კარგი.- ამბობს ჩურჩულით და კიბეებისაკენ თვალს აპარებს.
- გპირდები ვერავინ ვერ გაიგებს.
- ის მილას ეპრანჭება.
- მილას? ჯიმინის პატარას?
- ჰო მას.- ამბობს ღიმილით და კალთაში მიჯდება.
- აჰაა ახლა ვხვდები თუ რატომ იწუწუნა ამდენი სამოსზე და საჩუქარზე.- ვამბობ და ალისას ლოყებს ვუკოცნი.
- ჰოოო ხომ იცი როგორიცაა, ყველანაირ უცნაურობას ეგ პოულობს.
- და შენ ვის ეპრანჭები ჩემო პრინცესავ თუ საიდუმლო არააა.
- არავის, უბრალოდ მინდა რომ ლამაზი გოგო ვიყო სხვა არაფერი...
- დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოეწონები.
- აბა როგორ გამოვიყურები.- ამბობს ღიმილით ჯეიმსი.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...