თვეზე მეტია რაც ქალაქში ვარ, სახლი საკმაოდ მყუდროა, პატარები მაწვალებენ თუმცა არც თუ ისე ძალიან.
ბაღში დადიან, რამოდენიმე ახლო მეგობარიც გაიჩინეს და ეს ძალიან მახარებს მაბედნიერებს. მშობლებს მუდამ ვესაუბრები ჩვენს ყოველდღიურ ამბებს ვუყვები. უნივერსიტეტი არც თუ ისე ცუდია რამოდენიმე მეგობარი თუკი შემიძლია ასე ვუწოდო მათ მეც გავიჩინე. ჩემი ცხოვრება მშვენიერი იყო ყოველ დილით პატარების მოფერებით იწყებოდა, ყოველ დილით მათი სიყვარული მაბრუებდა და მეც ყველაზე ბედნიერი დავაბიჯებდი დედამიწაზე.
- მგონი ჩემს ძმას ჩემი მეგობარი მოსწონს.- ამბობს სიცილით ალისა.
- რაა? ვინ?
- მოკეტე ალისა თორემ მოგხვდება.- ამბობს ჯეიმსი, რაზეც ალისასაგან სიცილს იღებს პასუხად.
- მას...
- მე გაგაფრთხილე.- ამბობს და ოთახში აქეთ-იქით დარბიან მათ თვალს ვავლებ და მეცინება. ბოლოს დივანზე ვჯდები და ხელებს სახეზე ვიფარებ თითქოს და ვტირი, მალევე პაწაწუნა თითების შეხებას ვგრძნობ ხელებზე.
- Mummy რა ხდება?- ისმის ოდნავ შეშინებული ჯეიმსის ხმა.
- არაფერი.
- ნუ მატყუებ, ვხედავ რომ ხდება.- ამბობს გვერდით მიჯდება და ხელებს მხვევს.
- შენ ვიღაც მოგწონს და მე არ მეუბნები, ოდნავ მეწყინა მაგრამ თუ არ გინდა შეგიძლია არ მომიყვე.
- ეს ასე არაა. ნუ ის ძალიან ლამაზია და საყვარელია სხვა არაფერი.
- ვიცნობ?
- კი.
- მე უფრო ლამაზი ვარ თუ ის?
- ეს არასამართლიანი კითხვაა ასე რომ ვტოვებ.- ამბობს და ლოყაზე მკოცნის.
- მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ, შენც მიყვარხარ სულელო ჭორიკანა.- ამბობს და ორივენი სხეულზე მეხვევიან.
![](https://img.wattpad.com/cover/237735809-288-k22235.jpg)
ŞİMDİ OKUDUĞUN
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Hayran Kurguა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...