დილით ადრევე მეღვიძება თვალს მშვიდად ჩაძინებულ თაეს ვავლებ შემდეგ კი პატარებს. რამოდენიმე თვის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა ის რაც ახლა ხდება არც დავუჯერებდი და სასაცილოდ ავიგდებდი. ვიწექი ჩემი შვილების მამასთან ერთად, მის მკლავებში მშვიდად მეძინა, მას ვეხებოდი, ვკოცნიდი ვეფერებოდი. თუკი ადრე მასზე გაფიქრებაც კი მზარავდა ახლა მასთან სიახლოვე სიამოვნებას მანიჭებდა. მინდა რომ ისევ შევეხო მასთან ახლოს ვიყო. ნაზად ვასრიალებ თითებს მის ლოყებზე და შემდეგ ბავშვების გასაღვიძებლად ვდგები, მალევე თავს ვიწესრიგებთ და პატარებთან ერთად საუზმეს მივირთმევთ შემდეგ კი სტადიონისაკენ მივდივართ. ვხედავ თუ როგორ ნერვიულობს თაე და მეღიმება.
- უბრალოდ დამშვიდდი.
- ჩემი შვილების მამის როლი უნდა ვითამაშო, ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ეს რეალურად ხდება.- ამბობს და ხელებს ძლიერად მიჭერს ხელებზე.
- მზად ხარ?- გაისმა ალისასი და ჯეიმსის ხმა.
- რათქმა უნდა, იმედია თქვენც მზად ხართ რომ მამიკო გაახაროთ.- ამბობს ღიმილით თაე.
- თუ მოვიგებთ საჩუქრად რას მივიღებთ?- მეკითხებიან ღიმილით.
- რასაც მოისურვებთ.
- რაც გვინდა?
- რაც გინდათ.- ვაამბობ ღიმილით.
- კარგი რამეს მოვიფიქრებთ.- ამბობენ ერთდროულად და თავიანთი გუნდის წევრებისაკენ მირბიან.
მე და მილა მათ თამაშს თვალს ვავლებთ, ხოლო თაე გიჟივით დარბის აქეთ-იქით. ხო ამხელა კაცია და ისე იქცევა როგორც პატარა ბავშვი, ვხედავ თუ როგორ ხტუნავს სიხარულისაგან, როგორ უბრწყინდება თვალები, როგორ ყვირის თითოეული დაძაბული მომენტის დროს, როგორ ამაყობს გოლების დროს და ვაცნობიერებ რომ ყველაზე ძალიან მათთან ერთად ყოფნა მინდა, მინდა რომ ერთი ოჯახი ვიყოთ, ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ თუ მას არ უნდა ამასაც გავიგებ. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს ხშირად ვკოცნით, ვეხუტებით ვეფერებით ჩვენს ურთიერთობაზე არ ვსაუბრობთ. ვხედავ რომ მოვწონვარ მაგრამ არ ვიცი აპირებს თუ არა ჩემთან უფრო ახლო ურთიერთობას. ის არ ამბობს სიტყვას პაემანზე და არც მე არ ვაძალებ მინდა რომ ყველაფერი თავისთავად მოხდეს ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს. ფიქრებიდან თაეს ხმას გამოვყავარ და სულელივით მეღიმება. მალევე მათთან მირბის და პატარებს ძლიერად ეხუტება, ორივენი კოცნიან მას და ეს ყველაფერი იმდენად საოცარი დასანახია რომ თვალები წამიერად მიცრემლიანდება, მათთან მინდა რომ ვიყო. სწრაფადვე ვდგები და მილასთან ერთად მათკენ მივრბივარ თუმცა ფეხს რაღაც მძიმეს ვკრავ და ძირს ვარდები, რამნოდენიმე წამში ვხედავ ჩემსკენ მორბენალ პატარებსა და თაეს რომელიც შეშინებულ მზერას მავლებს.
DU LIEST GERADE
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...