ყველაფერი სწრაფად მოხდა, ერთადერთი რასაც ჩემი გონება აღიქვამდა საშინელი ყვირილი იყო. ვიცოდი თუ რა ხდებოდა მაგრამ ჩემი სხეული არ რეაგირებდა ერთ ადგილზე ვიყავი მიყინული, პირველად მიხაროდა რომ პატარები ჩემს მშობლებთან რჩებოდნენ ერთი კვირით აგარაკზე. მათ რომ რამე მოსვლოდათ ვერ გადავიტანდი.
გონზე ხელის შეხებას მოვყავარ, ვხედავ სისხლიან თაეს, ჩემს სისხლიან მაისურს და მისაღებში ნაწილებად დაგლეჯილ სხეულებს.
- კარგად ხარ?
- მე...
- რამე დაგიშავეს?
- მათ... მათ...
- შეგეხენ?...
- ქუქი ღმერთო ჩემო.
- შენ აქ რას აკეთებ?
- თაე...- ჩურჩულებს და შეშინებული მას თვალს ავლებს.
- იცნობ მათ?
- მე... მე...
- იცნობ თუ არა მათ?
- თეჰიონ დამშვიდდი.- ვამბობ და მას ვუყურებ.
- დავმშვიდდე და როგორ დავმშვიდდე, ისინი... რომ არ მოვსულიყავი ორივემ ვიცით რაც მოხდებოდა.
- შეწყვიტე.- ვამბობ აცრემლებული თვალებით.
თვალს მავლებს და ისევ ჯენისაკენ მიდის რომელიც უკან იხევს, ვხედავ მის მზერაში შიშს მაგრამ ამ წამს ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებს გაცოფებულ თეჰიონს.
- აქ რატომ ხარ? ისინი შენ გამოგყვნენ?
- თაე...
- ნუ ჩაეხვიე თაე, მე... მე, თაე... რა ჯანდაბას აკეთებ აქ ჯენი? ქაიმ იცის აქ რომ ხარ? როგორ შეგეძლო მათი აქ მოყვანა?
- მე არ...
- მოკეტე, ხმა არ ამოიღო.- ყვირის თუ არა ვხედავ ჯენის აკანკალებულ სხეულს მასთან მივდივარ და გაბრაზებულ თეჰიონს ვუყურებ.
- ასე ნუ მიყურებ.- ამბობს და თვალს მავლებს გაბრაზებული.
- ახლავე მიბრძანდი აქედან.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...