💜 22 💜

662 47 1
                                    

ქაისთან ერთად ვსაუბრობდი, მიუხედავად იმისა რომ მამასთან მისვლა არ მინდოდა მაინც დამიყოლია მის ნახვაზე.

ვიჯექით მისაღებში და მამას და დედას თვალს ვავლებდით. დედა ყოველთვის თბილი ქალი იყო თუმცა მამას სიტყვას არ გადადიოდა, ხოლო მამა ის... არ ვიცი ჩვენ სულ ვეჩხუბებოდით ერთმანეთს, ყოველთვის ერთნაეთის საპირისპიროს ვემხრობოდით, არც ის იყო შესანიშნავი მამა და არც მე დამჯერე შვილი.

- ხვალ ერთ-ერთ ომეგას ვასამართლებთ, მინდა რომ იქ იყოთ.

- მე არ მოვალ.

- შენ მომავალი ლიდერი ხარ.

- მე არ ვაპირებ ლიდერობას, არ მომწონს ის რასაც აკეთებთ.

- შენ ვალდებული ხარ.

- არა არ ვარ.- ვამბობ და ღვინით სავსე ჭიქას ვცლი.

- ქაი...

- ნუ დააძალებ თუკი მოსვლა არ უნდა.

- მაგრამ...

- გულახდილად გეტყვი არც მე არ მომწონს ის რასაც აკეთებთ მხოლოდ იმიტომ მოვალ რომ შენ მამაჩემი ხარ.

- მასაც შეუძლია ამის გამო მოვიდეს.

- არ ვაპირებ იქ ყოფნას სადაც სიძულვილია თქვენ მკვლელები ხართ, ახლა რას აპირებთ ხვალ ის ომეგა გინდათ მოოკლათ თუ კიდევ დაგრჩათ ვინმე ვინც გზად გეღობებათ. მე არ ვაპირებ თქვენს სურვილებზე სიარულს და არც თქვენს თამაშში მონაწილეობას.

- რა დააშავა იმ ომეგამ?

- მისი მეწყვილე ამბობს რომ უღალატა, უნდა რომ ამ ყველაფრის გამო დასაჯოს სწორედ ამიტომ მოვიდა ჩვენთან, მამამის ვიცნობ და თან ცუდი ბიჭი არაა, უარს ვერ ვეტყოდი.

- თუ აღმოჩნდა რომ...

- წესები იცი ქაი, იცი რასაც ვუშვებით ასეთ ომეგებს.- ამბობს და თვალს გვავლებს მამა.

არ ვიცი კიდევ რამდენი ხნით ვიყავით მასთან ესაა რომ ვიხუთებოდი, ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი სახლში ქუქის ნახვა მინდოდა პატარებიც ძალიან მენატრებოდნენ, 4 დღეა არცერთი არ მინახია რადგან მისი მშობლების აგარაკზე არიან სასწრაფოდ მოუწიათ წასვლა მე კი სამწუხაროდ ვერ წავყევი.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz