💜 7 💜

703 67 0
                                    


გზაში სიმღერებს ვუსმენთ და მეღიმება ის ისეთი საყავარელია რომ თვალს ვერ ვაშორებ. მანქანას სახლის წინ ვაჩერებ.

- არ გადმოხვალ?

- არ ვიცი...

- ჩვენ ხომ ნაყინი უნდა ვჭამოთ, გთხოვ გადმოდი თან ალისასაც ნახავ რაც გაგიცნო სულ შენზე საუბრობს ხანდახან ჩემი მეტოქეც კი მგონიხარ.

- მეტოქე?

- ჰო. ჩემი ორი საყვარელი ადამიანი მუდამ შენზე საუბრობს, შენს სხეულს განიხილავენ და სიმართლე ისააა რომ შენ მართლაც საკმაოდ მიმზიდველი ხარ, მე კი...

- ჰეი თუ დამშიდდები გეტყვი რომ პატარაობისას საშინლად მახინჯი ვიყავი.

- სერიოზულად?

- აჰა იმდენად უშნო რომ არავის არ მოვწონდი, საერთოდ არავის. აი ნახავ როდესაც გაიზრდები ყველას საშინლად მოეწონები და თან შენ ახლაც მოსწონხარ სხვებს.

- ვის?

- ჯიმინს თვლის რომ საყვარელი ხარ.

- ჰო კაია ახლა კი ნაყინების დროა.- ამბობს ღიმილით და სახლში შევდივართ.

- Mummy სახლში ვარ.- ყვირის ჯეიმსი და პატარა ჩანთას დივანზე აგდებს.

- სამზარეულოში ვარ შენი დისათვის ხილის ასორტს ვაკეთებ საყვარელო.- იმის ვიღაცის ხმა რომელიც საღაციდან მეცნობა.

- კარგი.- ამბობს ჯეიმსი ხელს მავლებს და სამზარეულოსაკენ მიმარბენინებს და როდესაც მას თვალს ვკრავ წამიერად ვშეშდები.

- Mummy გაიცანი ჩემ...- ჯეიმსი საუბარის დასრულებას ვერ ასწრებს იმდენად ძლიერად ავლებს ბავშვს ხელს და ვგრძნობ თუ როგორ მეწვის მკლავი. ' ჯანდაბა '- გავიფიქრე და მის ცეცხლოვან მზერაა თვალი გავუსწორე.

- შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ჩემს შვილთან რა გინდა?- მიყვირის და წამიერად ხმას ვერ ვიღებ.

- ხმა ამოიღე რა გინდა ჩვენგან? რა გინდა ჩემი შვილებისაგან.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Where stories live. Discover now