💜 2 💜

853 72 0
                                    


- ჯეიმს, ალისა უკან დაბრუნდით.- ვუყვირივარ მათ და მალევე ჩემი ცელქი პაწაწუნები ჩემსკენ მორბიან და ძლიერად მეკვრიან, დედა თვალს გვავლებს და იღიმის.

- თქვენი დესერტი მზად არის, წავიდეთ.- ვამბობ და სახლში შევდივართ. პატარებს მურთფილმებს ვურთავ, დედასთან გამოვდივარ და სახლის დალაგებაში ვეხმარები.

- ანუ მაინც წასვლა გადაწყვიტე ქუქი.

- ვიცი რაზეც ფიქრობ დედა მაგრამ ასე აჯობებს თან მე ისეთი უსუსურიც აღარ ვარ, ვიცი ღელავ მაგრამ მინდა რომ ბავშვებს განათლება მივცე, მიუხედავად იმისა რომ თავად მეორე კურსზე ვარ, მინდა რომ მათ მეგობრები ჰყავდეთ, არ მინდა რომ დამალვას მიეჩვიონ, ისინი ჩემი შვილები არიან, ყველასგან და ყველაფრისაგან დავიცავ მათ.- ვჩურჩულებ და თითებს ნერვიულად ვათამაშებ.

- მისმინე თუ რამე...

- ვიცი დედა არ ინერვიულო ყველაფერს თავს გავართმევ.- ვამბობ ლოყაზე ვკოცნი და პატარები საძინებელში ამყავს ზღაპრების შემდეგ კი ჩემს საძინებელში ავდივარ, საწოლზე ვწვები და ვცდილობ გავიხსენო ის დღეები თუ როგორ მოვაღწიე აქამდე.

სულ რაღაც 16 წლის ასაკში ორი პატარა ბავშვით ჩემს მშობრებთან ერთად დავბრუნდი ჩვენს აგარაკზე, სწორედ მაშინ მივხვდი რომ, სწორად მოვიქეცი როდესაც მათზე უარი არ ვთქვი, მიუხედავად მშობლების რჩევებისა, მიუხედავად იმისა რომ ისინი სიყვარულის ნაყოფნი არ იყვნენ მაინც ჩემს ცხოვრებას წარმოადგენდნენ.

ყოველთვის ვცდილობდი იმ ღამის დავიწყებას მაგრამ არ გამომდიოდა, ვიტანჯებოდი ცხოვრება არ მინდოდა მაგრამ როდესაც ჩემი ორსულობის შესახებ გავიგე არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ ავღწერ. ეს ყველაფერი უცხო და ამოუცნობი იყო. ისეთი რაღაცეები მიყვარდებოდა რასაც ვერ ვიტანდი თუკი მწარე შოკოლადის სურნელს ვერ ვიტანდი ორსულობის პერიოდში მუდამ მისკენ მივილტვოდი. ვეფერებოდი ჩემს ჯერ კიდევ დაუბადებელ პატარებს და ბედნიერებისაგან ვბრწყინავდი. მერე რა რომ პატარა ვიყავი, მერე რა რომ მეშინოდა ვიცოდი რომ მათ გამო ყველაფერს გავაკეთებდი. როდესაც საავადმყოფოში დავწექი ვნერვიულობდი, მეშინოდა თუმცა მშობლები ჩემს გვერდით იყვნენ რის გამოც მათი მადლიერი ვარ. თავიდან მათ მოშორებას მთხოვდნენ, მაგრამ ბოლოს შეეგუენ ჩემს გადაწყვეტილებას.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora