💜 15 💜

733 58 2
                                    


თაე მანქანას გიჟივით ატარებს, მისვლისთანავე მანქანიდან გადადის მე კი გადასვლის უფლებას არ მაძლევს.

- რას აკეთ...

- არ ვიცი რა ხდება, რო რამე დაგიშავდეს ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს.

- ნუ სულელობ მე...

- ქუქი გთხოვ.

- კარგი აქ დაგელოდები.- ვამბობ და თვალს ვავლებ თუ როგორ შერბის შენობაში თაე. სულ რაღაც 15 წუთი გავიდა მაგრამ საუკუნესავით გაიწელა ეს წუთები პირადად ჩემთვის ის კი არა და არ ჩანდა.

- კიდევ 10 წუთი დავიცდი თუ არ გამოჩნდება შიგნით შევალ.- ვამბობ და შენობას ისევ ვავლებ თვალს.

მალევე ვხედავ თაეს რომელსაც სისხლიანი ლიზა უჭირავს ხელში და მანქანისაკენ მორბის, მანქანაში სვამს თუ არა საჭესთან ჯდება.

- რა ხდება?

- არ ვიცი ქუქი, არ ვიცი.- ამბობს, მანქანას ძრავს და ტელეფონზე ციფრებს კრეფს.

- რა ხდება თაე? მშვიდობაა?

- იუნგი ბიჭებთან ერთად ლიზას სახლში წადით ახლავეს 6 ტიპი დაგხვდებათ დაბმულები და გათიშულები არიან, აიყვანეთ და ჩემს ძმასთან წაიყვანეთ, მეც მალევე მოვალ ან არ ვიცი მოკლედ ისინი ჩემს ძმასთან წაიყვანეთ.

- კარგი.- გაისმა იუნგის ხმა და ტელეფონიც გათიშა.

 თაე თვალს ლიზასაკენ აპარებს რომელსაც თვალები ეხუჭება.

- არ გაბედო გესმის, თვალების დახჭვა არ გაბედო.- ისმის თაეს ხმა.

მანქანას საავადმყოფოსთან აჩერებს და გადავდივართ თუ არა ხელში იტაცებს ნახევრად გონწასულ ლიზას.

- ჰეი თვალები არ დახუჭო, მე მიყურე კარგი, გთხოვ თვალები არ დახუჭო უბრალოდ მე მიყურე.

- თაე ბავშვი... ჩემი ბავშვი.- ჩაიჩურჩულა მისუსტებული ხმით ლიზამ.

- კარგადაა, უბრალოდ თვალები არ დახუჭო გთხოვ.- გავიგონე თაეს ხმა და საავადმშოფოში შევირბინეთ. მალევე ექთნები დაგვესიენ და ლიზა საოპერაციოში გაარბენინეს. ვხედავდი სისხლიან თაეს რომელიც გიჟივით აქეთ-იქით დადიოდა.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora