არ ვიცი რა დრო გავიდა მაგრამ მისი დამშვიდება მოვახერხე.
- თაე გთხოვ გარდაისახე, ექიმთან უნდა წავიდეთ.- ვამბობ ჩურჩულით და მალევე მასთან ერთად ექიმის მოსვლას ველოდები.
- სულ მთლად გააფრინე.- გაისმა ბავშვების ხმა მაგრამ მათ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, მხოლოდ თეჰიონს ვუყურებდი რომელიც თავჩახრილი იჯდა ჩუმად კუთხეში.
- შენ გესაუბრებით ჰიონ, რაზე ფიქრობდი იქ რომ შედიოდი?- გაისმა ჯიმინის ხმა.
- იმაზე რომ...
- რომ რა?- იყვირა ქაიმ.
- იმაზე რომ ჩემი შვილების მამა იმ წყეული გალიიდან გამომეთრია.- დავუყვირე მას და მალევე თავი ჩავხარე.
- რაა?- გავიგონე ყველას ხმა თუმცა მათ შორის თაესი არცერთი არ იყო. შემდეგ კი ვიგრძენი თუ როგორ მომეკრა ყელზე რაღაც ცხელი და რბილი. რამოდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ ეს თაეს ბაგეები იყო.
- უკეთესი იქნება თუ მათ მარტო დავტოვებთ.- გავიგონე ჯინის ხმა.
- მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, ახლა მათ მარტო დავტოვებთ, ჯერ ისინი ისაუბრებენ და შემდეგ თუ საჭიროდ ჩათვლიან ჩვენც გაგვიზიარებენ.- თქვა ჯინმა და მალევე დავინახე თუ როგორ დაგვტოვა სუყველამ მე და თაე რომელიც წამიტაც არ მშორდებოდა და ძლიერად მიკრავდა მის სხეულზე.
რამოდენიმე წამი ვიყავით ასე, ხმას არცერთი არ ვიღებდით და ისიც კი არ ვიცოდით თუ როგორ დაგვეწყო საუბარი, მისთვის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ასე არა... არ ვიცი.
- ისინი...- გავიგონე თაეს ჩურჩული.
- ჩვენებია.
- მე...
- იმ წყეული ღამის შემდეგ თვითმკვლელობა ვცადე სწორედ მაშინ გავიგე პატარებზე, სწორედ იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი. მშობლები თავიდან წინააღმდეგები იყვნენ, ამბობდნენ რომ ჯერ ადრე იყო რომ მთელი ცხოვრება წინ მქონდა, რომ არ ღირდა მათი გაჩენა მაგრამ ისინი ხომ უდანაშაულოები იყვნენ. მე არ შემეძლო, ისინი ჩემებიც იყვნენ ასე რომ ყველაფრის მიუხედავად მე ისინი გავაჩინე. ეს საუკეთესო რამ იყო, საუკეთესო გადაწყვეტილება, მათი პირველი მზერა, პატარა თითები, გეფიცები ეს ერთადერთი რამ არის რაც მაბედნიერებს, ერთადერთი გადაწყვეტილება რომელსაც არ ვნანობ. ისნი მეხმარებოდნენ, როდესაც ბოგამმა მიმატოვა, მათი პატარა თითები მწმენდნენ ცრემლებს მეფერებოდნენ სიყვარულს მჩუქნიდნენ. საუბარი ვეღარ გავაგრძელე რადგან წამიერად ვიგრძენი მისი ბაგეები ჩემსაზე, სულ რაღაც წამიერად მაგრამ გული იმდენად სწრაფად ფეთქავდა რომ მეშინოდა მისი საგულედან ამოვარდნის.
ČTEŠ
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfikceა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...