სახლში ვიყავი და ვფიქრობდი ბოლო დროინდელ მოვლენებზე. ნელ-ნელა ვაცნობიერებდი რომ ქუქი მიზიდავდა. მისი ეს მოტკბო სურნელი, უცოდველი თვალები ბაგეები, ყველაფერი მიზიდავდა მასში ეს კი კარგის მომასწავებელი სულაც არ იყო. ის ვერ მიტანდა ნუ შესაძლოა ახლა იმდენად ძლიერად არ ვძულვარ როგორც ადრე მაგრამ სხვა რამეს ვერ წარმოვიდგენ ჩვენს შორის.
დღეები ისე გავიდა რომ არავინ არ მინახია, არც სახლიდან არ გავსულვარ. ტელეფონზე მირეკავდნენ როცა აბაზანიდან გამოვედი.
- გისმენ.
- სად ხარ თაე?
- რა ხდება ქაი?
- მამას შენი ნახვა უნდა.
- მე სულაც არა, სურვილიც კი არ მაქვს.
- სახლში მოდი გელოდებით.
- არა მეთქი.
- კიმ თეჰიონ შეწყვიტე ბავშვივით მოქცევა, გელოდებით იცოდე.- ყვირის და სანამ პასუხს დავუბრუნებ მანამდე მითიშავს ტელეფონს, მეც თავს ვიწესრიგებ და სახლისაკენ მივდივარ. როდესაც ტკბილეულის მაღაზიას გვერდს ვუვლი თავს ვერ ვიკავებ და ტკბილეულს ვყიდულობ. მაღაზიიდან გამოვდივარ, ყვირილის ხმა მესმის და მეც იმ ჩიხისაკენ მივრბივარ, ვხედავ გოგონას რომელსაც რამოდენიმე ბიჭი უახლოვდება.
- ხომ იცი რომ შენი ალფა ცოცხალს არ დაგტოვებს.
- გთხოვ გამიშვით, გევედრები.
- მისმინე მას ბავშვი სჭირდება ბავშვი დაუტოვე და იქნებ გაგიშვას კიდეც.
- ჩემს შვილს არავითარ შემთხვევაში არ დავუტოვებ, მას მითუმეტეს.- ყვირის გოგონა და ჩანთას ერთ-ერთს ძლიერად ურტყამს თუმცა სანამ მასთან მივირბენ ვხედავ როგორ არტყამს ერთ-ერთი ხელს სახეში და როგორ ვარდება გოგონა ძირს. სულ რაღაც წამებში მათ ვთიშავ და უგონო სხეულს ხელში ვიყვან, მაქანით სახლისაკენ მივდივარ.
आप पढ़ रहे हैं
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
फैनफिक्शनა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...