💜 1 💜

954 72 3
                                    


- შეწყვიტე, გთხოვ, გევედრები.- ისევ ეს ხვერწნა, ისევ ეს ხმა, ისევ ეს ცრემლიანი თვალები.

- გთხოვ, მტკივა, გევედრები ალფა შეჩერდი...

უხეში მოძრაობები, არანაირი დანდობა, არანაირი სინანული, მხოლოდ ბინძური გაშიშვლებული ვნება, სურვილი, სურვილი მისი დაუფლების.

ოფლი, სისხლი და ტკივილნარევი კვნესა, ცრემლები, ხვერწნა და ყველაფრის დამანგრეველი ვნება.

- ალფა... შეჩერდი ალფა.... ალფაააა.....- ისევ ისმის მისი ხმა და მეც გიჟივით საწოლიდან ფეხზე ვხტები, მთლიანად ოფლში ვცურავ, თავში ხელებს ვიშენ, დანაშაულის გრძნობა რომელიც არ მასვენებს, დანაშაული რომელიც უმოწყალოდ ჩავიდინე.

ოფლს ვიწმენდ და უკვე კედელთან ვიკეცები, ვნანობ მაგრამ როგორც ნასროლ ტყვიას ვერ დააბრუნებ უკან ასევე ვერ გამოასწორებ ჩადენილს.

ისევ ვიწყებ იმ წყეული ღამის გახსენებას, მის მსხვრევად სხეულს, შეშინებულ მზერას, მუდარას, ხვერწნას, ცრემლიან თვალებს და მეზიზღება საკუთარი თავი. მეზიზღება ის ვინც ვარ. ალფა, ძლევამოსილი ალფა რომელმაც მისი ავტორიტეტი ძალაუფლება მასზე უსუსური მოდგმის გამწარებისათვის გამოიყენა. ვინ იყო ის? რას წარმოადგენდა? რაზე ოცნებობდა? არ ვიცოდი არც ახლა არ ვიცი, იმ წამს ის უბრალოდ ომეგა იყო რომელსაც უმოწყალოდ ვაუპატიურებდი, მასზე ვძალადობდი. ჩემი ამ მოქმედებით მისი ცხოვრება დავამახინჯე. ვინ ვიყავი მე? ცნობილი კიმების ვაჟი. ალფა რეზერვაციის ლიდერი, მაგრამ რეალურად მე არარაობა ვიყავი. ლიდერი რომელსაც ყველა ზურგს აქცევს სიმართლის გაგების შემდეგ, ალფა... სწორი იქნება თუ ვიტყვი მონსტრი რომელმაც არ იცის რა არის შენდობა, მოწყალება. დაუნდობელი მონსტრი აი ვინ ვიყავი მე.

არასოდეს არ მსურდა ჩემი ოჯახის ტრადიციების გაყოლა, არასოდეს მინატრია რომ ლიდერი ვყოფილიყავი, მეც მქონდა ოცნებები მაგრამ ჩემიც იმ დღესვე დაიმსხვრა. ვეძებდი ყველგან, ვცდილობდი მის ნახვას ყველგან მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე თითქოს და ცამ ჩაყლაპა. მასზე ვფიქრობდი და კედელზე ხელებს გიჟივით ვურტყამდი რომ მტკენოდა და მეც დავტანჯულიყავი, სინანაული მჭამდა ცუდად ვიყავი ვიცვლებოდი რაც ჩემებს სულაც არ მოსწონდათ მაგრამ მე ჩემი გასაჭირი მქონდა. არავისთან არ შემეძლო საუბარი არც საკუთარ ოჯახთან არც ჩემს ძმასთან არც ჩემს საუკეთესო მეგობრებთან. როგორ მეთქვა რომ უსუსურ ომეგაზე ვიძალადე როდესაც ჩემი მეგობრბებიდან რამოდენიმე ომეგაა.

იგივე რუტინა, დანაშაულის გრძნობა რომელიც არ მასვენებს, წყეული სასწავლებელი. რთულია ცხოვრების ისე გაგრძელება თითქოს და ყველაფერი რიგზეა.

სახლში ვბრუნდები სადაც უკვე მერამდენე ოჯახი მოიწვიეს ჩემებმა ჩემი ნიშნობის მოსაწყობად.

- ოო აი ისიც ჩვენი ბიჭი, თეჰიონ შემოგვიერთდი.- ისმის დედას ხმა და მეც იძულებული ვარ მათ მივუახლოვდე. დივანზე ჩემს ძმას და ჩემს მეგობარსაც ვხედავ, იუნგი მიღიმის და თვალს მავლებს.

- თაე გაიცანი, ეს ლი...

დედაჩემს საუბარს ვაწყვეტინებ და გოგონას ვუყურებ რომელსაც ლოყები უწითლდება.

- მითხარი რას გრძნობ როცა მხედავ?- ვეკითხები მას და თვალს ვავლებ, ხმას ვერ იღებს ლოყები კი უფრო ძლიერად უწითლდება.

- კარგი მე გეტყვი რასაც ფიქრობ და გრძნობ. შენ თვლი რომ მე მიმზიდველი ვარ, ჩემი სილამაზე თავბრუს გახვევს მაგრამ მეგობრულად გირჩევ წიგნი ყდით არასოდეს შეაფასო. მე ლამაზი ვარ გარეგნულად მაგრამ შინაგანად ბინძური, უშნო, გულისამრევი. არ ვიცი რაზე ისაუბრეთ მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მე წინააღმდეგი ვარ გასაგებია.

- თეჰიონ.- ყვირის მამა.

- გეფიცები კიდევ ერთლე რომ ჩამაგდოთ ასეთ სიტუაციაში სახლიდან წავალ, მე საკუთარ მეწყვილეზე ვთქვი უარი. როგორ ფიქრობთ რატომ? ალბათ მიზეზები მქონდა და თუკი საკუთარ მეწყვილეზე ვთქვი უარი ამ უაზრო ქორწინებებზე დაგთანხმდებით.- ვუყვირივარ მათ და კიიბეებზე ავრბივარ. მესმის მამას და ჩემი ძმის საუბარი.

- წავალ მე დაველაპარაკები.- ისმის იუნგის ხმა და მალევე იუნგი ჩემსკენ მორბის.

- ახლა არა იუნგს გთხოვ.

- იცი რა... წამოდი გავისეირნოთ.- ამბობს ღიმილით და მალევე ტყის მიმართულებით მივრბივართ.

----------------------------------

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora