💜 29 💜

642 40 0
                                    


ტელეფონი გაუჩერებლად რეკდა მე კი არანაირი სურვილი არ მქონდა რომ მეპასუხა. ვიცოდი ვინ იყო, ვიცოდი რა უნდოდა. ოთახში ჩემს მიერ შეკრებილ მეომრებს, მეგობრებს თვალს ვავლებ, რამოდენიმეჯერ ვისუნთქავ ჰაერს და საუბარს ვიწყებ, ვუხსნი სიტუაციას ვეუბნები თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. გეგმებს ვაწყობთ და იქვე კედელზე არსებულ კალენდარზე კიდევ ერთ ხაზს ვავლებ. უკვე კვირაა რაც თაე არ მინახია. კვირა გავიდა მათი ქორწილიდან. როგორმე უნდა ვნახო და უნდა ვესაუბრო. იმედია დავიყოლიებ დახმარებაზე, რამოდენიმეჯერ დავურეკე თუმცა უშედეგოდ არა და არ მიპასუხა. ქაისთანაც ვცადე საუბარი, მაგრამ ისიც შორს იჭერს თავს ჩემგან, ისიც საშინლადაა გაბრაზებული ჩემზე. ვზივარ ჩემს კაბინეტში და ვფიქრობ როგორ მოვიქცე როგორ დავიყოლიო ისინი, რომ ჩემს ხროვას დაეხმარონ.

******************

მთელი კვირა ჩემს საყვარელ თაესთან და პატარებთან ერთად გავატარე, პარიზში ვიყავით და ძალიან მიხაროდა ჩემი ოცნება რომ სრულდებოდა. აეროპორტში მშობლები დაგვხვდნენ შემდეგ კი სახლში წავედით. ყველაფერი კარგად მიდიოდამ დედას ჩვენს მოგზაურობაზე ვუყვებოდი სანამ მამა და თაე საუბრობდნენ და სხვა და სხვაა თემებზე ბჭობდნენ.

თაე ბოლო დღეები მოწყენილია, სევდიანი ჩანს. როდესაც ვეკითხები თუ რა ხდება ყოველთვის მპასუხობს რომ ისეთი არაფერი, მეუბნება რომ მამამისი ისევ ურეკავს. არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობ რომ თაე ცუდადაა არ იმჩნევს მაგრამ გული ტკივა მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც მამამისია. ვთვლი რომ უნდა ისაუბრონ, თუმცა თაესთან ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობაა არ მქონია. საწოლზე წამოწოლილი მის სხეულს ვეკვრი და ვფიქრობ როგორ დავიწყო საუბარი, ბოლოს ჩემს ძალებს ვიკრებ და საუბარსაც ვიწყებ.

- გინდა მამაშენზე რომ ვისაუბროთ?

- არა. არ გვინდა პატარავ, არ მინდა მასზე საუბარი.- ჩაიჩურჩულა და ჩვენი ბაგეები შეაერთა. რამოდენიმე ვნებიანი კოცნის გაცვლის შემდეგ ერთად ჩავიძირეთ მორფეოსის სამფლობელოში.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora