თუ გსურთ ჯოჯოხეთის ნახვა ვთვლი რომ აქ უნდა იყოთ. ბრძოლის ველზე ისმოდა არაადამიანური ტკივილის ხმა, ჩემში არსებული მხეცი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, ვგლეჯდი და ვანაწევრებდი ჩემს მოწინააღმდეგეებს, მათი სისიხლი მთელს დელოს ალბობდა. ვხედავდი თუ როგორ ეცემოდნენ ჩვენი ხროვის წარმომადგენლებიც. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი თუმცა იცოდა რომ უფრო მეტსაც მიიღებდა ალბათ სწორედ ამინოტომაც იგრძნობოდა მიწის მოტკბო სურნელი რომელიც მთელი არსებით ისრუტავდა წითელლს სითხეს მეტის მოლოდინში.
ძირს ნაწილებად დაშლილი გვამებით და აუტანელი სურნელით იყო ბრძოლის ველი სავსე. ჩემს ყურთასმენას ესმოდა ტკივილნარევი ყმუილი, ყვირილი, კვნესა განწირული კივილი, თვალთა ხედვა აღიქვამდა ძირს დაყრილ გვამებსა და პოტენციურ მეტოქეებს ხოლო ყნოსვის რეცეპტორებს სისხლის სურნელი აგიჟებდა.
თვალი არაემარეს მოვავლე. დავინახე მამაჩემი რომელიც წინ მიარღვევდა გზას დემიენისაკენ, გზა და გზა კი ყველას იცილებდა თავიდან. ყოველთვის ვიცოდი რომ ძლიერი იყო, ვხედავდი მას და ვამაყობდი მისი სიმამაცის გამო. რამოდენიმე წამში ძირს დავარდი თუმცა მალევე აზრზე მოვედი და წამოხტომისას ნახტომშივე გავუგლიჯე კბილებით ყელის არტერია ჩემს მოწინააღმდეგეს, ისევ ვიგრძენი სისიხლის გემო ბაგეებზე და ვიგრძენი თუ როგორ შეიღება ჩემი ბეწვი ახალი მსხვერპლის სისხლით, მივრბოდი და ჩემს მეგობრებს ვეხმარებოდი.
ბრძოლა დაუნდობელი იყო. აქ მხოლოდ ერთი გამარჯვებული თუ იქნებოდა ეს კი ან ისინი ან ჩვენ ვიქნებოდით.
წამიერად ჩემს ყურთასმენას ნაცნობი ხმა ესმის, წამები მჭირდება იმის გასააზრებლად რომ მამაჩემს რაღაც სჭირს, გიჟივით მისკენ მივრბივარ. მისვლისთანავე ვხედავ თუ როგორ აქვს სხეულის ნახევარი მხარე დაზიანებული, ვხედავ მის სხეულს სადაც უამრავი ჭრილობაა. ვხედავ თუ როგორ ჟონავს სისხლი თითოეული ჭრილობიდან. რამოდენიმე მგელს გონებით ვუხმე მათგან 2 გარდაისახა და მამას ველიდან გაყვანაში დეხმარნენ მიუხედავად იმისა რომ წასვლა არ უნდოდა. ჩვენი ხროვის წევრები მათ წინ მყოფ მეტოქეებს აშორებდნენ.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...