💜 11 💜

721 63 0
                                    


დილით პატარა თითების შეხებას ვგრძნობ და ნელ-ნელა თვალს ვახელ თუ არა ალისასა და ჯეიმს ვხედავ, შემდეგ ჩემს მშობლებს და როდესაც მათ მზერას თვალს ვაყოლებ ვხედავ ჩემზე ჩახუტებულ მშვიდად ჩაძინებულ კიმ თეჰიონს.

- ჯანდაბა.- ვამბობ ჩურჩულით და ვცდილობ მამაჩემის მზერას სადღაც დავემალო.

- Mummy თათა აქ რას აკეთებს?- იკითხა ალისამ ღიმილით.

- ის... ნუ ის ცუდად იყო და მე დავეხმარე. გახსოვთ თუ რა დღეში ჩამაგდეთ წინა ჯერზე როდესაც მას არ დავეხმარე.- ვამბობ და მამას ვზერას კიდევ უფრო ძლიერად ვცდილობ გავექცე.

- საუკეთესო Mummy ხარ მთელს მსოფლიოში.- ჩურჩულებენ ბავშვები და მეხუტებიან რაზეც სხეული ირხევა და ოდნავ თვალს გვავლებს ნელ-ნელა მოდის აზრზე, მალევე ფეხზე ხტება და ძირს ვარდება რაზეც მეღიმება.

- შენც დილა მშვიდობისა თეჰიონ.- ვამბობ სიცილით და პატარებს კალთაში ვისვამ რომ ძლიერად ჩავეხუტო მათ.

- ბოდიში ჩამძინებია.- ჩურჩულებს და ოთახს თვალს ავლებს, მალევე ფეხზე დგება და ჩემს მშობლებს ესალმება, რაზეც მამა თვალს ავლებს.

- Mummy.

- გისმენ.

- იცი ბაბუამ რამოდენიმე თვიანი შვებულება აიღო, რომ ჩვენთან დარჩეს.- ამბობს ჯეიმსი ღიმილით.

- ეს სიმართლეა?- ვყვირივარ გახარებული, მამაჩემისაკენ გიჟივით მივრბივარ და ძლიერად ვეხუტები, ისიც ხელებს მხვევს და მე ისევ დაცულად ვგრძნობ თავს.

- ისედა მეც ვრჩები.- ამბობს გაბრაზებული დედა რაზეც მე და მამას გვეცინება, მალევე მასაც ვიკრავთ სხეულზე და ვიცინივართ.

- თქვენ არც კი იცით როგორ გამახარეთ.- ვამბობ ღიმილით და ორივეს ძლიერად ვეხუტები.

ბავშვები თაესთან ერთად არიან და მას ეთამაშებიან, რამოდენიმე წამი მას თვალს ვავლებ და მეღიმება.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ