💜 30 💜

517 37 3
                                    


- შენს აქ ნახვას არ მოველოდი.

- საქმეზე მოვედი.

- გისმენ.

- დაგეხმარები.

- ჯანქუქის დის გამო?

- დაგეხმარები რადგან არ მინდა ჩემი ხროვა განადგურდეს, შენ სწორად აღნიშნე საქმე ჩვენში და ჩვენს დაძაბულ ურთიერთობაში არაა, მთლიანი სურათი საზარელია, მე არ მინდა ჩემი ხროვის წევრები რომ დაიტანჯონ, სწორედ ამიტომ თანახმა ვარ. შენთან ერთად ვიბრძოლებ, მისი განადგურებით შურს ვიძებთ. ასევე ქუქის დასა და სხვა დატყვევებულ ომეგებს გავანთავისუფლებთ. ჯენის ვესაუბრე მან მითხრა რომ დემიენი საშინელებებს ჩადის, სწორედ ამიტომ მინდა მისი შეჩერება, განადგურება.

- მიხარია შენგან ამის მოსმენა, შენ ძალიან კარგი ლიდერი იქნები.

- მამა...

- მეგონა ასე აღარასოდეს აღარ დამიძახებდი.

- მე არ ვაპირებ ლიდერობას, არ გავხდები ხროვის ლიდერი.

- მაგრამ...

- ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მე ისევ იგივეს ვფიქრობ, არ მინდა ლიდერობა.

- კარგი იყოს ყველაფერი ისე როგორც შენ გსურს.

- კარგი, ეხლა კი წავალ.

- ცოტა ხნით დარჩი დედაშენს შენი ნახვა ძალიან გაუხარდება.

- მე...

- გთხოვ ცოტა ხნით დარჩი.

- კარგი ქუქის დავურეკავ.- ვამბობ და ოთახიდან გავდივარ, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი უკან ვბრუნდები.

- ხვალ ოჯახურ ვახშამს ვაწყობ, მთელი ჩვენი ხროვა იქნება, მინდა რომ შენი პატარებიც მოვიდნენ.

- მე არ ვიცი...

- შვილო მინდა შენს ოჯახთან დრო გავატარო სანამ ამის ფუფუნება მაქვს, ასევე ქაის ოჯახთანაც, მართალია საუკეთესო მამა არ ვყოფილვარ, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარხართ. მინდა მათი ახლოს გაცნობა.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz