მთელი დღეები ვერ ვისვენებდი თვალწინ პატარები და მათზე ჩახუტებული კიმი მედგა. ისეთი საყვარელები იყვნენ რომ თავიდან ვერ ვიგდებდი ამ მომენტს.
სახლში დაღლილი მოვედი როდესაც ბავშვები ჩავაძინე საწოლზე მოწყვეტით დავარდი.
- ხვალ ბოლო გამოცდაც და დაისვენებ.- ვაიმედებდი ჩემს თავს თუმცა უკვე მეცადინეობაც კი აღარ შემეძლო.
სუფრა გავაწყვე, პატარები გავაღვიძე და შემდეგ მათთან ერთად მივირთვი, ცოტაც ვითამაშეთ თავიანთ ამბებს მიყვებოდნენ და მეფერებოდნენ.
კარზე კაკუნმა ჩვენი იდილია დაარღვია, გავაღე თუ არა ჩემი მშობლები და ბოგამი დავინახე.
- შენ აქ რა გინდა?
- უნდა ვისაუბროთ, გთხოვ ქუქი.
- ეგრე ნუ მეძახი სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს შეგიძლია მიბრძანდე.
- ქუქი.
- აქედან წადი ბოგამ ახლავეს თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- კარგი წავალ თუმცა აუცილებლად ვისაუბრებთ.- ამბობს და მისი მანქანით მიდის.
- აქ რატომ მოიყვანეთ?- გაბრაზებული გავხედე ჩემს მშობლებს.
- არ მოგვიყვანია, როცა მოვედით აქ დაგვხვდა.
- ჯანდაბა ეგღა მაკლდა.- ვამბობ და სახლში შევდივართ.
- რა ხდება? ზედმეტად გაღიზიანებული ჩანხარ.- იკითხა დედამ.
- გამოცდები მაქვს და ვიფიტები, საშინელებაა მთელი კვირაა ჯოჯოხეთში ვარ.
- კარგი დამშვიდდი ეს ერთი კვირა ჩვენ შენთან ვიქნებით.
- მართლა?
- ჰო დამშვიდდი ჩვენ დაგეხმარებით.
- როგორ გამახარეთ,ძალიან მიყვარხართ.
- ჩვენც პატარავ.- ამბობენ ღიმილით და სხეულზე მეკვრიან შემდეგ კი პატარებთან ერთად თამაშობენ.
CZYTASZ
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...