💜 12 💜

727 62 2
                                    


- რაზე ფიქრობ ჯონ?

- იმ ბიჭზე და ყველაფერზე თუ რაც ხდება ჩვენს ირგვლივ.

- არადა რომ შეხედო ვერც კი იფიქრებ რომ ის ზუსტად ის ადამიანია ვინც ჩვენი შვილი გააუბედურა.

- მეც ასე ვარ, ვუყურებდი და მიკვირდა.

- ბავშვები ძალიან გვანან.

- გეთანხმები, ნეტავ თუ ხვდება რომ მისი შვილებია.

- არ ვიცი ჯონ. ერთი ესაა რომ ყველაფრის მიუხედავად მშვიდად ვარ.

- მეც. ვიცი რომ თუ ჩვენ ვერა ის ალფა აუცილებლად დაიცავს ქუქის ყველაფრისაგან.

- როგორ ფიქრობ რას აპირებს?

- არ ვიცი საყვარელო, რაც არ უნდა გააკეთოს მათ გვერდიდან არ მოვშორდებით.

- ქუქის უნდა ვუთხრათ.

- მისი განერვიულება არ მინდა ისედაც ძლივს ვნახე ბედნიერი.

- რამე უნდა მოვიფიქროთ.

- ბავშვებს მივხედავთ, უნივერსიტეტთან ახლოს ვიტრიალებ.

- კარგი ასე მოვიქცეთ.- ამბობს და ძლიერად მეკვრის სხეულზე.

მთელი ღამით თვალი ვერ მოვხუჭე. დილით ბავშვები ბაღში წავიყვანე ხოლო შემდეგ ქუქის უნივერსიტეტთან მივედი.

- ბატონო ჯეონ აქ რას აკეთებთ?- მომესმა ხმა თუ არა მისკენ გავბრუნდი და გაოცებული თეჰიონი დავინახე.

- თეჰიონ...

- დიახ.

რამოდენიმე წუთი თვალს ვავლებ, ვფიქრობ ვესაუბრო თუ არა ბოლოს ისევ ჩემი შვილის დასაცავად, მასთან საუბარი გადავწყვიტე.

- შეიძლება რომ ვისაუბროთ.

- რათქმა უნდა, სადმე წავიდეთ.

- არა აქ ვისაუბროთ.

- გისმენთ.

- ჩემს შვილთან რა გაკავშირებს?

- ჯანქუქს ვესაუბრე და ვიცი რომ ჩემს შესახებ იცით, მართლა ძალიან ვწუხვარ სერ, ძალიან ვწუხვარ.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ