💜 21 💜

715 53 0
                                    


 სამი დღეა რაც დავბრუნდით, გამოცდები ახლოვდება და თან უნივერსიტეტში გაცდენილი დღეების გამო იმდენი სამეცადინო დამიგროვდა რომ თავს ვერ ვწევდი მასალებიდან, კიდევ კარგი რომ დედა და მამა ჩემთან იყვნენ, ბავშვებს შესვენების დროს ვეთამაშებოდი და საბედნიეროდ თაეც მეტ დროს მათთან ატარებდა. ჩვენი პაემანი დროებით გადაიდო, პატარებსაც სიმართლე ვერა და ვერ ვიუთხარი მოკლედ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ვიყავი.

სამზარეულოში ვიჯექი დედას მიერ გამომცხვარ კექს მივირთმევდი როდესაც პატარები ბაღიდან მოცუნცულდნენ.

- როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ?

- არაჩვეულებრივად, ჯეიმსმა ჩემი ფანები ყველა დააშინა.

- ჯეიმსს.

- მათი ბრალია და თან არ მომწონს როდესაც ჩემს დას ეპრანჭებიან.

- ისინი ხომ...

- ჯერ პატარა ხარ.

- ისედა ორივებნი ტოლები ვართ.

- მართალია მაგრამ მე შენი ძმა ვარ, შენ გოგო ხარ ძალიან ლამაზი და ნაზი ისინი კი საშინელი ტიპები, არ დავუშვებ რომ გაგეკარონ.

- კარგი, კარგი იყოს ისე როგორც გსურს.- ამბობს ალისა.

- შენ მათგან რომელიმე ხომ არ მოგწონს?

- არა.

- ხომ იცი თუ რამე შეგიძლია მენდო.

- ვიცი უბრალოდ მეც მინდოდა მათი ცემა.

- სანამ შენს გვერდით ვარ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს, ყველასაგან და ყველაფრისაგან დაგიცავ.- ამბობს ჯეიმსი და ერთმანეთს ეხუტებიან, მათ თვალს ვავლებ და ორივეს ძლიერად ვეხუტები.

- შენთვის სურპრიზი გვაქვს.- ამბობენ ღიმილით პატარები.

- რა სიურპრიზი?

- თუ გეტყვით რაღა სიურპრიზია.- ამბობს ალისა.

- დღეს ერთ ადგილზე უნდა წავიდეთ.- აგრძელებს ჯეიმსი.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora